აბაშიძის #41-ში სკვერი მოაწყეს

აბაშიძის #41-ში სკვერი მოაწყეს

833
გაზიარება

თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, აბაშიძის # 41-ში სკვერი მოაწყეს. გაკეთდა ბილიკები, ბორდიურები, გამოცვალეს საქანელები და სკამები.
​როგორც “სითი კვირას” ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სკვერის მოწყობის სამუშაოები შპს „არაგვი ბიზნეს ჯგუფი პლიუსმა“ შეასრულა.
​მათივე თქმით, პროექტის მეორე ეტაპზე, გეგმის თანახმად, სკვერის მიმდებარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. გამგეობის დაკვეთით, გზის რეაბილიტაციას შპს “ჯეო სერვისი” განახორციელებს. მომდევნო ორი თვის განმავლობაში ვაკის რაიონში 29 სკვერის რეაბილიტაცია დასრულდება.

კომენტარი