დავით ნარმანია საკრებულოში თბილისის გამწვანების საკითხებს განიხილავს

დავით ნარმანია საკრებულოში თბილისის გამწვანების საკითხებს განიხილავს

558
გაზიარება

თბილისის მერი დავით ნარმანია გამწვანების საკითხებზე დედაქალაქის საკრებულოში 26 აგვისტოს ისაუბრებს. მანამდე იგი მერიაში დარგის სპეციალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
„დედაქალაქის საკრებულოში გაიგზავნა ჩემი ხელმოწერით წერილი, რომლის საფუძველზეც, პარასკევს წარვდგები დედაქალაქის საკრებულოს წინაშე იმ საკითხებით, რაზეც დღეს ვისაუბრებთ, რაზეც შევჯერდებით და რომლის რაციონალური ნაწილსაც მომავალში გავითვალისწინებთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქში ხეების ჭრის წესების გამკაცრების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მოსახლეობამ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, ყაზბეგის გამზირის N 22-ში, მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობის გამო ხეების ჭრა გააპროტესტა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, თბილისის მერმა ხეების ჭრის პროცესი შეაჩერა.
როგორც მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ეჭვქვეშ დადგა შპს “ფორესთ კომპანის” მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა.
მათივე ინფორმაციით, მერიის გამწვანების სამსახური სწორედ მათ დასკვნას დაეყრდნო, როდესაც გასცა თანხმობა მხოლოდ ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადი ხეების მოჭრაზე. ტერიტორიაზე უნდა შენარჩუნებულიყო 18 ძირი საღი კვიპაროსი, ხოლო 5 ძირი ხე, აგროტექნიკური ღონისძიებების სრული დაცვით, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაერგოთ ისე, რომ ხე-მცენარეების სასიცოცხლო ფუნქცია არ დაირღვეულიყო.

კომენტარი