დედაქალაქსა და მის შემოგარენში დაახლოებით 560 000 ხე დაირგო – დავით ნარმანია

დედაქალაქსა და მის შემოგარენში დაახლოებით 560 000 ხე დაირგო – დავით ნარმანია

632
გაზიარება

თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ გამწვანების პოლიტიკა დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა და უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დედაქალაქსა და მის შემოგარენში დაახლოებით 560 000 ხე დაირგო.
როგორც დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში დღეს, გამწვანების რეგულაციების თემაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ქალაქის ისტორიაში პირველად არსებობს თბილისის 2015-2020 წლებისთვის გარემოსდაცვითი სტრატეგიის დოკუმენტი, რომლის შემუშავებაშიც სფეროს ბევრი სპეციალისტი მონაწილეობდა. ასევე, დაწყებულია სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც მომდევნო წლის პირველი იანვრიდან მზად იქნება.
ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას თბილისის მერმა გარემოს დაცვის და ეკოლოგიის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და არასამთავრობო სექტორს გარემოსდაცვითი სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულობა შესთავაზა.
“მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წვლილისთვის, რაც ამ დოკუმენტის მომზადებაში გაქვთ ჩადებული. ჩემი დაპირება იყო, რომ გარემოს დაცვის სტრატეგიას მისი სამოქმედო გეგმაც მოჰყვებოდა. ეს იქნება დროში და სივრცეში გაწერილი დოკუმენტი. გთავაზობთ, რომ სამუშაო ფორმატში ერთად დავსხდეთ და ვიმუშაოთ ამ დოკუმენტზე შემოდგომის განმავლობაში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარი