“ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტზე შექმნილი ინტერიერის მქონე სასტუმრო გაიხსნება 

“ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტზე შექმნილი ინტერიერის მქონე სასტუმრო გაიხსნება 

1126
გაზიარება

თბილისში, თავისუფლების მოედნის N4-ში არსებულ ისტორიულ შენობაში განთავსებული ახალი სასტუმრო Rustaveli Boutique Hotel -ის გახსნის საზეიმო ღონისძიება, რომლის ინტერიერი პოემა “ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტს ეფუძნება, 25 აგვისტოს, 16:00 საათზე გაიმართება.
​სასტუმროს ინტერიერში მთავარი ადგილი უჭირავს შოთა რუსთაველისა და ტარიელის მსხვილ, ქვაში გამოსახულ პორტრეტებს. ერთ-ერთი კედელი, ასევე, ქვაზე, სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, ივრითული) შესრულებულ რუსთველის აფორიზმებს უკავია. სასტუმროს ნომრები კი უკვდავი პოემის გმირებისა და უცხო ენაზე ცნობილი მთარგმნელების სახელს ატარებს.
სასტუმრო საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობით, ისრაელური კერძო ინვესტიციით შეიქმნა. გახსნის ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი დავით ნარმანია და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ლეგენდარული საკალათბურთო გუნდის, თელ ავივის „მაქაბის“ მოთამაშეები.
როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე აცხადებს, შეიქმნა მცირე ბუტიკ-სასტუმრო, თუმცა, მასში ჩაიდო 3,5 მილიონი აშშ დოლარის პisraelissaxli2408162ირადი ინვესტიცია ისრაელიდან, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ინვესტორები ისრაელიდან ორიენტირებული არიან საქართველოში მაღალი დონის პროდუქცია შექმნან.
მისივე თქმით, სასტუმროს ინტერიერი შეიქმნა “ვეფხისტყაოსნის” თემაზე, რითაც ცდილობენ, ხაზი გაუსვან, რომ საქართველო არა მხოლოდ კულინარიისა და ხედების, არამედ კულტურის ქვეყანაა.
“აქ შემოსულ თითოეულ სტუმარს ეცოდინება რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ, გაეცნობა როგორც უძველეს, ისე თანამედროვე ქართულ კულტურას, მიიღებს მაღალი დონის მომსახურებას, მოუსმენს ჯაზს, კლასიკურ მუსიკას, მიირთმევს მხოლოდ ჯანსაღ კერძებსა და სასმელს“, – აცხადებს იციკ მოშე.sastumrovdსასტუმროს ინტერიერისთვის ისრაელიდან ჩამოიტანეს იერუსალიმის ქვა, რომლითაც შენობაში შესასვლელი ქვაფენილი მოაპირკეთეს. პირველივე შიდა ორ სვეტზე სპეციალურ საცავში განთავსებულია ბიბლიის ხუთწიგნეულის უძველესი გამოცემა და “ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერი.
სასტუმროს აქვს ბიბლიოთეკაც, სადაც სტუმარი შეძლებს გაეცნოს საქართველოსა და ისრაელის შესახებ ლიტერატურას, “ვეფხისტყაოსნის” უცხოურ თარგმანებს, კლასიკოსების შემოქმედებას, ხოლო მონიტორებზე იტრიალებს ვიდეორგოლები, რომლებიც სტუმრებს საქართველოს კულტურის, ხელოვნების, არქეოლოგიისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ მოუთხრობს.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ეგიდით თბილისში, მაღალი კლასის სასტუმროების ხუთი პროექტი მიმდინარეობს. Rustaveli Boutique Hotel -ი ერთ-ერთი მათგანია, დანარჩენები რამდენიმე თვეში დასრულდება. ისრაელური ინვესტიციით პროექტების განხორციელება 2015 წლის აგვისტოში იერუსალიმში, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობითა და თბილისის მერის მონაწილეობით ჩატარებულ ბიზნეს ფორუმზე გადაწყდა. ხუთივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 100 მლნ დოლარს აღწევს.

კომენტარი