ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს ე.წ. ლაზური არქივი გადასცა

ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს ე.წ. ლაზური არქივი გადასცა

534
გაზიარება

საქართველოს ხელოვნების სასახლეს ​ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ინგლისური კორესპონდენციების ნაწილი გადასცა, რომელიც ლაზეთის ისტორიას, კულტურასა და ეთნოგრაფიას შეეხება. ე.წ. ლაზური არქივი, ძირითადად, XIX საუკუნის პერიოდს მოიცავს.
​როგორც ,,სითი კვირას“ ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, კორესპონდენციებში, ასევე, შედის XX საუკუნის პირველი ნახევრის ეთნოგრაფიული ჩანაწერები. დოკუმენტების უმეტესი ნაწილი საქართველოში გამოუქვეყნებელია.
მათივე ინფორმაციით, ლაზური არქივი ხელოვნების სასახლეს პროექტის – ,,ერეკლე მეფე ინგლისურ პრესაში“ ფარგლებში გადაეცა. პროექტი, რომელიც “ქართუ ბანკმა” დააფინანსა, მიზნად ისახავს ინგლისსა და ირლანდიაში საქართველოს შესახებ უცნობი ისტორიული წყაროების თარგმნასა და გამოცემას.

კომენტარი