მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია იგეგმება 

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია იგეგმება 

631
გაზიარება

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში შემოდგომით რეორგანიზაცია განხორციელდება. ხოლო 2017 წლის პირველი იანვრიდან ეს საქალაქო სამსახური ფუნქციონირებას სტრუქტურირებული ფორმით განაგრძობს.​
როგორც დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების თემაზე ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რამდენიმე თვის წინ მომზადდა ეკოლოგიის სამსახურის რეორგანიზაციის ცვლილებების პაკეტი, რომელშიც გაითვალისწინეს სამსახურის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები.
მისივე თქმით, ახლო მომავალში, ასევე, იგეგემება გამწვანების რეგულაციების გამკაცრება და ამ მიმართულებით კონკრეტული პროექტი უკვე შემუშავებულია.
“ჩვენ შიგნიდან დავინახეთ რეორგანიზაციის საჭიროება. მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის  განხილვას  საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი შეუდგება. ეს ეხება საკომპენსაციო რგვებს და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ჩვენი ამოცანაა, გავამკაცროთ ამ მიმართულებით საკითხები. რამდენიმე გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული. საკითხით რეალურად დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართულობით  მიღებული ახალი რეგულაციები სრულყოფილი და უფრო მისაღები იქნება ყველასთვის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარი