ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებული ექსპოზიცია ეროვნულ გალერეაში გამოიფინება

ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებული ექსპოზიცია ეროვნულ გალერეაში გამოიფინება

524
გაზიარება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებული ექსპოზიცია 23 აგვისტოდან იქნება წარმოდგენილი.
როგორც ,,სითი კვირას“ ეროვნულ გალერეაში განუცხადეს, საგამოფენო დარბაზში (თეთრი) მხატვრის ექსპოზიციას დაემატა შემდეგი ნამუშევრები: „სააღდგომო ბატკანი”, „ტახი”, „კრუხ-წიწილა”, „ორთაჭალის ტურფა მარაოთი“, „ქალი ქოლგითა და ყვავილით”, „ძიძა”, ,,ნატურმორტი” „ქეიფი დათიკო ზემელთან” და ,,კახეთის მატარებელი”.
​მათივე თქმით, სურათების უმეტესობა XX საუკუნის 10-იან წლებში კირილ და ილია ზდანევიჩებმა თბილისის დუქნებში მოიძიეს და პირად კოლექციაში მოუყარეს თავი. ისინი კირილ ზდანევიჩმა 1928 წელს მოსკოვში გადაიტანა. 1930 წელს კი დიმიტრი შევარდნაძემ მისი კოლექციიდან 39 სურათი შეიძინა და თბილისში, მეტეხის მუზეუმში ჩამოიტანა.
მას შემდეგ სურათები საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციის ნაწილია.

კომენტარი