“ამელი” – “ახალი მზიურის” თავისუფალი კინოჩვენება

“ამელი” – “ახალი მზიურის” თავისუფალი კინოჩვენება

862
გაზიარება

თბილისის ბავშვთა ქალაქ ,,ახალი მზიურში“ ჟან-პიერ ჟენეს ფილმ “ამელის” თავისუფალი კინოჩვენებება 27 აგვისტოს, 21 საათზე გაიმართება.
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, სინამდვილეში კი, საოცარი გოგონა ამელი თავის სამყაროში ფიქრებს რეალობად აქცევს და ამართლებს აზრს, რომ ერთ ადამიანს სხვების ცხოვრების შეცვლა შეუძლია. როცა სურვილი ძლიერია, ოცნებებიც ახდება. ამელის კეთილი სურვილები კი ისეთი ირეალური ჩანს, ძნელია დაჯერება, რომ ეს ყველაფერი მართლაც შეიძლება მოხდეს. სამაგიეროდ, ძალზე რეალურია ის, რასაც გოგონა სხვებისთვის აკეთებს – მათ ერთფეროვან ცხოვრებაში თითქოს უხილავი ჯადოსნური ჯოხით შეაქვს სინათლე და სიხარული. სამყარო კი ვალში არავისთან რჩება და ამელისთან ბუმერანგივით აბრუნებს დიდ სიყვარულს, რომელიც სასწაულის გზით მოდის მის ცხოვრებაში.
როგორც “სითი კვირას” “მზიურში” განუცხადეს, თავისუფალი ჩვენებები პროექტ “ახალი მზიურის” და “ფონდი აჰუაჰუს თავისუფალი კინოჩვენებების” პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისათვის იმართება.
​აგვისტოს ჩვენებების პარტნიორია “აჭარანეთი“.

კომენტარი