“ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტზე შექმნილი ინტერიერის მქონე სასტუმრო თბილისში

“ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტზე შექმნილი ინტერიერის მქონე სასტუმრო თბილისში

1153
გაზიარება

თბილისში, თავისუფლების მოედნის N4-ში არსებულ ისტორიულ შენობაში, ახალი სასტუმრო Rustaveli Boutique Hotel -ი განთავსდა, რომლის ინტერიერი პოემა „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის მიხედვით შექმნილი ნახატებით არის გაფორმებული.
​​საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თაოსნობით, ისრაელური კერძო ინვესტიციით შექმნილი სასტუმროს გახსნის საზეიმო ცერემონიალს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ლეგენდარული საკალათბურთო გუნდის – თელ ავივის „მაქაბის“ მოთამაშეები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები დაესწრნენ. asdsd​როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე აცხადებს, შეიქმნა მცირე ბუტიკ-სასტუმრო, თუმცა, მასში ჩაიდო 3,5 მილიონი აშშ დოლარის პირადი ინვესტიცია ისრაელიდან, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ინვესტორები ისრაელიდან ორიენტირებული არიან, რომ საქართველოში მაღალი დონის პროდუქცია შექმნან.
მისივე თქმით, სასტუმროს ინტერიერი შეიქმნა “ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტის გამოყენებით, რითაც ცდილობენ, ხაზი გაუსვან, რომ საქართველო არა მხოლოდ კულინარიისა და ხედების, არამედ კულტურის ქვეყანაა. “აქ შემოსულ თითოეულ სტუმარს ეცოდინება რუსთაველისა და მისი პოემის შესაsastumrovdხებ, გაეცნობა როგორც უძველეს, ისე თანამედროვე ქართულ კულტურას, მიიღებს მაღალი დონის მომსახურებას, მოუსმენს ჯაზს, კლასიკურ მუსიკას, მიირთმევს მხოლოდ ჯანსაღ კერძებსა და სასმელს“, – აცხადებს იციკ მოშე.
სასტუმროს ინტერიერში მთავარი ადგილი უკავია შოთა რუსთაველისა და ტარიელის მსხვილ, ქვაში გამოსახულ პორტრეტებს. შენობის ერთ-ერთ კედელზე, რუსთველის აფორიზმები ქვაზე, სამ ენაზე, ქართულ, ინგლისურ და ივრითულ ენებზეა განთავსებული. სასტუმროს ნომრები კი უკვდავი პოემის გმირებისა და უცხო ენაზე ცნობილი მთარგმნელების სახელს ატარებს. სასტუმროს ინტერიერისთვის ისრაელიდან ჩამოიტანეს იერუსალიმის ქვა, რომლითაც შენობაში შესასვლელი ქვაფენილი მოაპირკეთეს.
პირველივე
შიდა ორ სვეტზე, სპეციალურ საცავში განთავსებულია ბიბლიის ხუთწიგნეულის უძველესი გამოცემა და “ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერი.
სასტუმროში მოეწყო, აგრეთვე, ბიბლიოთეკა, სადაც სტუმარი შეძლებს გაეცნოს საქართველოსა და ისრაელის შესახებ ლიტერატურას, “ვეფხისტყაოსნის” უცხოურ თარგმანებს, კლასიკოსების შემოქმედებას, ხოლო მონიffffტორებზე იტრიალებს ვიდეორგოლები, რომლებიც სტუმრებს საქართველოს კულტურის, ხელოვნების, არქეოლოგიისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ მოუთხრობს.
​საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ეგიდით თბილისში, მაღალი კლასის სასტუმროების ხუთი პროექტი მიმდინარეობს. Rustaveli Boutique Hotel -ი ერთ-ერთი მათგანია, დანარჩენებს კი,  რამდენიმე თვეში დაასრულებენ. ისრაელური ინვესტიციით პროექტების განხორციელება 2015 წლის აგვისტოში იერუსალიმში, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თაოსნობითა და თბილისის მერის მონაწილეობით ჩატარებულ ბიზნეს ფორუმზე გადაწყდა. ხუთივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 100 მლნ დოლარს აღწევს.

კომენტარი