ზოოპარკი, სადაც ადამიანი საშიში მტაცებლის თავდასხმის ობიექტი ხდება (ფოტოკოლაჟი)

ზოოპარკი, სადაც ადამიანი საშიში მტაცებლის თავდასხმის ობიექტი ხდება (ფოტოკოლაჟი)

1615
გაზიარება

ჩინეთში, ქალაქ ჩუნინთან არსებული ველური ბუნების პარკი მსურველებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ნერვული სისტემა მოსინჯონ, როდესაც ყველაზე საშიშ მტაცებლებთან პირისპირ აღმოჩნდებიან. ამ ზოოპარკში ცხოველებმა და ადამიანებმა ადგილები გაცვალეს, ნადირები თავისუფლად დასეირნობენ პარკში, ადამიანები კი ექსკურსიას დიდ გისოსებში გამომწყვდეულები ატარებენ.
“გვსურს ჩვენს დამთვალიერებლებს დაუვიწყარი შეგრძნებები ვაჩუქოთ, როდესაც საშიში მტაცებლის თავდასხმის ობიექტებად იქცევიან, თანაც, ყოველგვარი სასიცოცხლო რისკის გარეშე”, – აცხადებს ზოოპარკის წარმომადგენელი ჩან ლიანი.
​მისი თქმით, ზოოპარკში მისულ დამთვალიერებლებს ჯერ საგანგებო ინსტრუქციას უტარებენ და აფრთხილებენ, რომ არავითარ შემთხვევაში გისოსებიდან არა თუ ხელი, ერთი წამითაც კი თითიც არ გამოყონ, რადგან შესაძლებელია, მშიერმა ვეფხვმა ის თავისი ულუფისგან ვერ გაარჩიოს.
“მსგავსი შეგრძნებები არასდროს, არც ერთ ზოოპარკში არ განმიცდია. ისინი ჩვენ, როგორც საკვებს, ისე აღგვიქვამდნენ”, – აცხადებს ზოოპარკის ერთ-ერთი დამთვალიერებელი.

კომენტარი