თბილისს რაც შეიძლება მეტი გამწვანებული სივრცე უნდა ჰქონდეს – დავით ნარმანია

თბილისს რაც შეიძლება მეტი გამწვანებული სივრცე უნდა ჰქონდეს – დავით ნარმანია

583
გაზიარება

თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქალაქს რაც შეიძლება მეტი გამწვანებული სივრცე და სკვერი ჰქონდეს.
როგორც დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ასეთ ადგილებად განიხილება დიღომი და ავჭალა, თუმცა, გამწვანების პროცესი გაგრძელდება.
მისივე შეფასებით, ​თბილისში დღესდღეისობით ძალიან ცოტაა გამწვანებული სივრცე, რაც წინა ხელისუფლების დამსახურებაა.
“ჩვენ ხელისუფლებაში რომ მოვედით, ბევრი სკვერი გაჩეხილი და გაყიდული დაგვხვდა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მაღალი იყო საზოგადოებრივი ინტერესი ვაკის პარკში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარი