კანდელაკის N4-ში ვერხვების სხვლა-ფორმირება განახორციელეს 

კანდელაკის N4-ში ვერხვების სხვლა-ფორმირება განახორციელეს 

560
გაზიარება

თბილისის საბურთალოს რაიონში, სიმონ კანდელაკის ქუჩის N4 -ის შიდა ეზოში, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, მრავალწლოვანი ნარგავების სხვლა-ფორმირება განახორციელეს.
​როგორც „სითი კვირას“ საბურთალოს რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ვერხვის ხეების სხვლა-ფორმირების პროცესს საბურთალოს რაიონის გამგეობის გამწვანების სპეციალისტი დავით სამხარაძე ხელმძღვანელობდა.
მათივე განმარტებით, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, როგორც წესი, ადგილზე მიდის გამგეობის სპეციალისტი და ხის მდგომარეობას ათვალიერებს, რამდენად საშიშია გამხმარი ან ქარის შედეგად დამტვრეული ტოტები მოსახლეობისთვის. გამგეობის წარმომადგენელი ადგილზე ადგენს აქტს და გამგეობის კონტრაქტორ კომპანიას აწვდის ინფორმაციას, რომელიც შემდგომ კონკრეტულ მისამართზე ხეების სხვლა- ფორმირებას ახორციელებს.
​მათივე თქმით, სხვლა-ფორმირება აჯანსაღებს ხეს, ზრდის მის სიცოცხლისუნარიანობასა და მდგრადობას.
“თუ გასხლული მასალა შეშად ვარგა, მაშინ შემსრულებელი გამგეობის მიერ მითითებულ საწყობში შეშად ინახავს, ზამთარში კი ამით ეკონომია გამოდის და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც ისედაც ვაძლევთ შეშას სათბობად, ამ მასალას ვურიგებთ“, – აცხადებენ გამგეობაში.

14111748_1273076529384154_304616471_n 14111789_1273076539384153_1216763846_n

კომენტარი