მერიის ეკოლოგიის და გამწვანების სამსახური გარემოს დაცვის და მწვანე ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურად გადაკეთდება 

მერიის ეკოლოგიის და გამწვანების სამსახური გარემოს დაცვის და მწვანე ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურად გადაკეთდება 

866
გაზიარება

​თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციის პროცესი სექტემბრიდან დაიწყება. შესაბამისი წინადადება ქალაქის მთავრობამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. ახალი ცვლილებების მიხედვით, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური გარემოს დაცვის და მწვანე ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურად გადაკეთდება.
როგორც დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოში გამოსვლისას დღეს განაცხადა, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციის საჭიროება დედაქალაქში ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენების შედეგად გამოიკვეთა.
“ვინაიდან ერთ-ერთი მოთხოვნა ბოლო პერიოდში ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციაა, მზად ვართ, ეს პროცესი დაუყოვნებლივ დავიწყოთ. ამასთან დაკავშირებით, კონცეპტუალური საკითხები და დებულების პროექტი უკვე მომზადებულია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, სამსახურის შიგნით სამი ახალი განყოფილება შეიქმნება. პირველი იქნება გარემოსდაცვითი ღონისძიებების განყოფილება, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ჰაერის, ხმაურის, ნარჩენებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. მეორე იქნება თბილისსა და მის შემოგარენში მერქნიანი და მწვანე ნარგავების მართვის განყოფილება, ხოლო მესამე – გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მართვის განყოფილება.
მისივე თქმით, რეორგანიზაცია სექტემბრიდან დაიწყება და მომდევნო წლის პირველი იანვრიდან, ახალი ბიუჯეტის პირობებში, სამსახური განახლებული ფორმით შეუდგება მუშაობას.

კომენტარი