“მზიურის” პარკი ხის კუნძებით გააფორმეს

“მზიურის” პარკი ხის კუნძებით გააფორმეს

16355
გაზიარება

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ბავშვთა ქალაქ “მზიურის” ტერიტორიის პარკი ხის კუნძებით მორთო.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში მოქალაქეები გამოეხმაურნენ და პარკის ამგვარად გაფორმება უარყოფითად შეაფასეს. ასევე, დაინტერესდნენ, რა მიზეზით მოჭრეს “მზიურში” ხეები.
​როგორც ეკოლოგიის სამსახურში განმარტავენ, პარკში ერთი ძირი ავარიული ვერხვი მოიჭრა, რომელიც იმგვარად იყო გადახრილი, რომ მისი წაქცევის საშიშროება არსებობდა, რასაც, შესაძლოა, ადამიანები დაეზარალებინა.
მათივე ინფორმაციით, პარკის კეთილმოწყობა შპს “თბილსერვისმა” განახორციელა, ხე კუნძებად დაჭრეს და დეკორაციისთვის გამოყენეს, რომელიც ერთგვარი სკამის ფუნქციას შეასრულებს ბავშვთა ქალაქის პარკის სტუმრებისთვის.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გამწვანებული ტერიტორიების (ბაღები, პარკები) მოვლა-პატრონობის განყოფილების უფროსის კახა ჩიკვინიძის განმარტებით, ვაკის პარკში ხმელი ხეები იყო და მოიჭრა. “მზიურის” პარკის ტერიტორია სწორედ ამ ხეების კუნძებით მოაწყეს.
“სითი კვირას” კითხვაზე, თუ რა სახეობის და რამდენი ხე მოიჭრა, “თბილსერვისის” წარმომადგენელი ვერ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ხეები დიდი ხნის წინათ მოჭრეს.

14088807_1272800659411741_2006238913_n 14089335_1272800672745073_926989915_n 14101621_1272800669411740_658637330_n

კომენტარი