ნუცუბიძის I მ/რ-ის მე-9 კორპუსის მიმდებარედ სკვერში შადრევანს მოხატავენ

ნუცუბიძის I მ/რ-ის მე-9 კორპუსის მიმდებარედ სკვერში შადრევანს მოხატავენ

662
გაზიარება

​თბილისის ვაკის რაიონში, ნუცუბიძის I მ/რ-ის მე-9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყეს, რომელსაც მალე მოხატული შადრევანი ექნება.
როგორც „სითი კვირას“ ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, პროექტის თანახმად, სკვერში დადგამენ ახალ სკამებს, საქანელებს, მოაწყობენ ბილიკებს, გაზონებს, განაახლებენ ფანჩატურებს, რეაბილიტაციას ჩაუტარებენ და მოხატავენ შადრევანს.
​მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე, ასევე, დასრულდა სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, დადგეს ტრენაჟორები.
მიმდინარე და განხორციელებული პროექტები ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ გააცნო.

კომენტარი