საბურთალოს რაიონის გამგეობა 2017 წლის პრიორიტეტებზე მუშაობს

საბურთალოს რაიონის გამგეობა 2017 წლის პრიორიტეტებზე მუშაობს

780
გაზიარება

თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ უბანში არსებული პრობლემები განიხილა. შეხვედრის მიზანია, განსაზღვრონ 2017 წლისთვის გამგეობის პრიორიტეტები.
როგორც „სითი კვირას“ საბურთალოს რაიონის გამგეობაში განუცხადეს, საუბნო განყოფილებების მიხედვით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების წევრები პერიოდულად იკრიბებიან და მათი უბნის საკითხებს განიხილავენ. განსაზღვრავენ პირველ რიგში მოსაგვარებელ პრობლემებსა და საკითხებს.
​მათივე ინფორმაციით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები საბურთალოს რაიონის გამგებლის ინიციატივით, 2015 წელს შეიქმნა და მას შემდეგ მისი წევრები გამგეობის საქმიანობას მეთვალყურეობას უწევენ.

კომენტარი