50 წლის შემდეგ განახლებულ თამარაშვილის ხეივანში უფასო ინტერნეტიც არის   

50 წლის შემდეგ განახლებულ თამარაშვილის ხეივანში უფასო ინტერნეტიც არის   

4702
გაზიარება

თბილისში, თამარაშვილის ქუჩის გზის გამყოფ, 1,5 კილომეტრის სიგრძის ხეივანში დასრულებული კეთილმოწყობის სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოადგილე ირაკლი ლექვინაძესა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს ნინო სულხანიშვილთან ერთად დაათვალიერა.
​როგორც ​დავით ნარმანიამ განაცხადა, ხეივანი 50 წელზე მეტია, არ განახლებულა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად კი ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ ერთი მწვანე სივრცე მოეწყო. 14600731_1319367521421721_1797576448_o„ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ხეივანი ვაჩუქეთ. აქ საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა როგორც გამწვანების, ისე სამშენებლო თვალსაზრისით. ხეივანში იქნება უფასო ინტერნეტი, დაირგო ყვავილები და ამით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
განახლებულ ხეივანში მერთან ერთად იმყოფებოდნენ ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.
​როგორც „სითი კვირას“ მერიაში განუცხადეს, 1961 წელს გაშენებულ ხეივანს, წელს პირველად ჩაუტარდა 14550879_1319367541421719_374152009_oსრული რეაბილიტაცია და დედაქალაქს კიდევ ერთი კომფორტული დასასვენებელი ადგილი შეემატა.
მათივე ინფორმაციით, რეკონსტრუქციის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და სარწყავი სისტემა, დაიგო ქვაფენილი, შეიცვალა ბორდიურები, დამონტაჟდა განათების 108 ბოძი და ლამპიონი, დაიდგა სკამები და ურნები, დაიგო 10 000 კვ.მ მწვანე გაზონი. ხეივნის ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარითა და დეკორატიული ბუჩქებით გამწვანდა. დაირგო სამი სახეობის ტუიას, ოლეანდრას და ფორციზიას ბუჩქოვანი მცენარეები, მოეწყო საყვავილე თარგები.
ხეივნის სტუმრებისთვის უფასო ინტერნეტს კომპანია „სილქნეტი“ უზრუნველყოფს.

კომენტარი