ეპიდემიას გადარჩენილი ქალაქი – თბილისს ერთი საავადმყოფო, 4 აფთიაქი და 17 ექიმი...

ეპიდემიას გადარჩენილი ქალაქი – თბილისს ერთი საავადმყოფო, 4 აფთიაქი და 17 ექიმი ემსახურებოდა

2934
გაზიარება

​მედიცინას თბილისში, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, დიდი ხნის ისტორია აქვს. ქართველ ხალხს უხსოვარი დროიდან ჰქონდა საკუთარი მედიცინა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ექიმბაშურ მკურნალობასთან. თვითნასწავლი ექიმები თავიანთ ცოდნა-გამოცდილებას საიდუმლოდ ინახავდნენ და თაობიდან თაობას, მემკვიდრეობით გადასცემდნენ.
​თბილისში სამკურნალო საქმეს დიდი ყურადღება მიექცა დავით აღმაშენებლის მეფობის დროს. “დავითმა აღაშენა ქსენონი ადგილსა შემსგავსებულსა და შუენიერსა“, – წერდნენ ისტორიკოსები. ანუ საავადმყოფოები პაციენტებისთვის შესაფერის ადგილზე იყო.
საქართველოში XI-XV საუკუნეებში სამედიცინო საქმე მაღალ დონეზე რომ იყო, ამაზე მიუთითებს ქართული სამეცნიერო ძეგლები: XIII საუკუნის “წიგნი სააქიმო” და XV საუკუნის – ზაზა ფანასკერტელის სამკურნალო წიგნი “კარაბადინი” (XV), მაგრამ XVIII საუკუნემდე ქალაქში ჯერ კიდევ არ არსებობდა ორგანიზებული საექიმო დახმარება. შეძლებულ ოჯახებს საკუთარი შინაური ექიმები ჰყავდათ. დიდ როლს თამაშობდნენ უცხოელი მკურნალებიც, მათ შორის, კათოლიკე მისიონერები.796458b6d09d
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, რომში განსწავლული ქართველი ანატომის პატრი ივანეს ინიციატივით, თბილისში გაიხსნა სამედიცინო სკოლა. ამ ხანებში თბილისში და მთლიანად საქართველოში მოღვაწეობდნენ თბილისის სამედიცინო სკოლადამთავრებული მკურნალები, რომლებიც თბილისის მოსახლეობას თითქმის XX საუკუნემდე უწევდნენ მომსახურებას.
​თბილისში პირველი საავადმყოფო 1803 წელს გაიხსნა, დაარსდა სახაზინო აფთიაქი, 1808 წელს სანქტ-პეტერბურგში დაიბეჭდა პირველი სამედიცინო წიგნი ქართულ ენაზე. დედაქალაქს მალე მოემატა ჰოსპოტალები და ახალი საავადმყოფო ​ველიამინოვის ქუჩაზე (შ. დადიანის ქუჩა) 20 საწოლით. იმ ხანებში ავადმყოფები ძირითადად გადამდები სნეულებებით იყვნენ დაავადებულნი, ამიტომ საავადმყოფო ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, ვერეზე, ოლღას ქუჩაზე გადაიტანეს, რომლის ბაზაზეც 1873 წელს ამიერკავკასიის ოლღას სახელობის სამეანო ინსტიტუტი შეიქმნა.
ae12020d4b228ec861a91b9cf1fb9e031860 წელს თბილისში ერთი საავადმყოფო, ჰოსპიტალი, 4 აფთიაქი, 17 ექიმი და 5 მეან-ექთანი ითვლებოდა. სამედიცინო დაწესებულებების ეს რაოდენობა და იქ მომუშავე საექიმო პერსონალი ოდნავადაც ვერ აკმაყოფილებდა სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის მოთხოვნებს. ამ ხანებში თბილისში სიკვდილიანობისა და დაავადებების მაღალი მაჩვენებელი გვქონდა, თუმცა ეს მაშინდელი მსოფლიოს საერთო პრობლემა იყო. XX საუკუნის 70-იან წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ინგლისში სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი ყოველ 1 000 მცხოვრებზე 28-ს უდრიდა. სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიები იყო, როგორიც არის ქოლერა, ტიფი, შავი ჭირი, ყვავილი, დიფტერია და სხვა, რომლებიც საკმაოდ ხშირად მეორდებოდა. ძლიერ იყო გავრცელებული, ასევე, სოციალური დაავადებები, ტუბერკულიოზი, მალარია, ვენერიული სნეულებები. თბილისი მეტად დაბალ დონეზე იდგა სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით, რაც ხელს უწყობდა დაავადებების სწრაფად გავრცელებას. ამ მხრივ, ის ტიპიური აზიური ქალაქის სახეს ატარებდა.

“ქუჩები ბინძური, ეზოები ნაგვითა და უწმინდურობით სავსე, ჰაერი გაჭუჭყიანებული, ადამიანის სიცოცხლის მომწამვლელი”, – წერდა ერთ-ერთი დამკვირვებელი.
​ქარხნებსა და სახელოსნოებში ანტისანიტარია იყო გაბატონებული.
1864 წელს, ქართველ მოღვაწეთა ხელმძღვანელობით, თბილისში კავკასიის სამედიცინო საზოგადოება დაარსდა, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში4C1ECCE7-A5B9-4546-BFB1-3EB0BE4344F8 (1) სამედიცინო საქმის განვითარებას.
1876 წელს თბილისში გაიხსნა ახალი სამკურნალო დაწესებულება მოსიარულე ავადმყოფებისთვის, ხოლო 1868 წელს მიხეილის გამზირზე ახალი, 200 საწოლიანი საავადმყოფო გაიხსნა, თერაპიული და ქირურგიული განყოფილებებით. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი თბილისის მზარდი მოსახლეობისთვის. მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში თბილისი იყო მთელი ამიერკავკასიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ცენტრი. ექიმი დ. გედევანიშვილი წერდა: ” მიხეილის საავადმყოფო წელიწადში 6 000 ავადმყოფს ეუბნებოდა უარს მიღებაზე, რადგან იგი მთელი ამიერკავკასიის 6 მილიონიან მოსახლეობას ემსახურებოდა.”
1882 წელს ქალაქს შეემატა რკინიგზის საავადმყოფო, 1899 წელს კი უფასო საავადმყოფო მიხეილის გამზირზე.
3_Tbilisi_100_wlis_win​წყარო: ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი. “თბილისი, ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა”.

კომენტარი