თბილისის მერმა შემოერთებულ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა 

თბილისის მერმა შემოერთებულ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა 

494
გაზიარება

თბილისს შემოერთებული სოფლების – დიდგორისა და თელოვანის გაზიფიცირება დასრულდა. თბილისის მერი დავით ნარმანია საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად ადგილობრივებს შეხვდა. დიდგორში, ერთ-ერთი ადგილობრივის ოჯახში გაზქურა სიმბოლურად თბილისის მერმა აანთო.
დავით ნარმანიას თქმით, დიდგორისა და თელოვანის მოსახლეობა დღეიდან ბუნებრივი აირით ისარგებლებენ. „ადგილობრივებს საკმაოდ დიდი ხანი ჰქონდათ გაზმომარაგების პრობლემა. მოსახლეობამ დახმარება გვთხოვა. მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, გაზის ახალი სისტემით 60 ოჯახი ისარგებლებს“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სოფლებში ბუნებრივი აირის სისტემის შეყვანა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. სამუშაოები კომპანია „ჩირაღდანი XXI საუკუნემ“ შეასრულა და მისი ღირებულება, დაახლოებით, 500 000 ლარია.
დიდგორი და თელოვანი დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებს 2007 წელს შემოუერთდა. ორივე სოფელში 60 ოჯახი ცხოვრობს.​

კომენტარი