საბურთალოს გამგეობამ ქვეითებს ტროტუარი დაუბრუნა (ფოტოკოლაჟი)

საბურთალოს გამგეობამ ქვეითებს ტროტუარი დაუბრუნა (ფოტოკოლაჟი)

4210
გაზიარება

​თბილისშიფანჯიკიძისა და პეკინის ქუჩების კვეთაზე, რკინის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა, საზოგადოებრივი უკმაყოფილების გამო შეჩერდა. საბურთალოს რაიონის გამგეობამ ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა, რომელიც საჯარო სივრცეში იჭრებოდა და ქვეითებისთვის განკუთვნილი ტროტუარის მნიშვნელოვან ნაწილს იტაცებდა. ​
​მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა იგეგმებოდა და ძირითადი სამშენებლო სამუშაოები უკვე ჩატარებული იყო, საბურთალოს რაიონის გამგეობაში უყურადღებოდ არ დატოვეს მოსახლეობის პროტესტი და ჩაბეტონებული ლითონის კონსტრუქცია მოანგრიეს.
როგორც “სითი კვირას” საბურთალოს რაიონის გამგეობაში განუმარტეს, ფანჯიკიძისა და პეკინის ქუჩების კვეთაზე მწვანე კედლის მოწყობა იგეგმებოდა. აღნიშნული კონსტრუქციის  გამოჩენამ საზოგადოებრივი უკმაყოფილება5 გამოიწვია, რის გათვალისწინებითაც გამგეობამ პროექტის კორექტირებისა და კონსტრუქციის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც პროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, ტერიტორიაზე ჩაფიქრებულია კუთხური ფორმის სკვერის აშენება, რომელიც მიუყვება შენობის გარე კონტურს. იმის გათვალისწინებით, რომ ფანჯიკიძისა და პეკინის ქუჩების კვეთაზე არსებული გზაჯვარედინი, მთელი დღის განმავლობაში დატვირთულია ავტომობილების უწყვეტი ნაკადით, პროექტის ავტორებმა სკვერის გამწვანებული ღობით შემოსაზღვრა გადაწყვიტეს, რომელიც უზრუნველყოფდა სკვერში მყუდრო გარემოს შექმნას.
http://www.city.kvira.ge/2016/10/12/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2/

 

კომენტარი