კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადაკეთებით მახინჯდება ჩვენი ქალაქი – ირაკლი ბუგიანი

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადაკეთებით მახინჯდება ჩვენი ქალაქი – ირაკლი ბუგიანი

1631
გაზიარება

ქართველი მხატვარი ირაკლი ბუგიანი წლებია, გერმანიაში მოღვაწეობს. თბილისში სულ რამდენიმე დღით ჩამოვიდა, რადგან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მისი პირველი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით “ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში” გაიხსნა. ირაკლი ბუგიანს საზღვარგარეთ არაერთ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორისაა: Weltkunstzimmer, Hans-Peter-Zimmer Foundation, დუსელდორფი (2015); RichMix, ლონდონი (2015); Salon Des Amateurs, დუსელდორფი (2014); Kunsthalle Recklinghausen, რექლინგჰაუზენი (2013); საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი (2013); Glashaus, დუსელდორფი (2011); Atelier am Eck, დუსელდორფი (2009); Gallery Bourgeois Pig, ჰაიდელბერგი (2008); Gallery AZ, ზაგრები (2008) და ბევრი სხვა. 
ახალგაზრდა ხელოვანს ხიბლავს თბილისში ბრუტალისტური არქიტექტურის ნიმუშები, რაც გასული ეპოქიდან შემორჩა ქალაქს და არ სურს აქ შუშის ფასადები იხილოს. როგორია გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის შინაგანი სამყარო, რა მოთ14642742_1266521233381857_100715251_nხოვნებს უყენებს საკუთარ თავს და როგორ იქმნება მისი ნამუშევრები, ამის შესახებ “სითი კვირას” ირაკლი ბუგიანი ესაუბრა: 

– გვიამბეთ თბილისში გამართული თქვენი პირველი პერსონალური გამოფენის შესახებ.

– “ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში” ჩემი პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში. მსგავსი მასშტაბის პროექტი სამუზეუმო სივრცეში საქართველოში პირველად განვახორციელე. ეს პროექტი განხორციელდა Project Art Beat -ის მიერ  და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.  გამოფენის კურატორი ლევან მინდიაშვილია. საკმაოდ დიდი მასშტაბის სოლო გამოფენაა. დაახლოებით 50 – მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. აქ  ჩემთვის კონცეპტუალური მნიშვნელობაა მთავარი. წარმოდგენილია, ძირითადად, ფერწერა, რაშიც მე ვმუშაობ, კლასიკური  მედიუმი,  ზეთის საღებავებით შესრულებული ტილოები, ასევე, დიდი ფორმატის ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრები. გამოფენის სახელწოდება შერჩეულია ინგლისელი პოეტის უილიამ ბლეიკის ლექსიდან  To See a World in a Grain of Sand, რაც მეტაფორულად სამყაროს აღქმაზე, ერთიანობაზე  და  გარემოს ფორმაზე მიგვითითებს. ბოლო დროს ბუნების თემაზე ვმუშაობ.

– გვიამბეთ თქვენს შესახებ. 

– თბილისში ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში ვსწავლობდი, მაგრამ არ დამიმთავრებია. ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, მესამე კურსის მერე გერმანიაში წავედი, სადაც ქალაქ კარლსრუეს სამხატვრო აკადემია დავამთავრე.14657697_1266521170048530_680677547_n მინდოდა უფრო მეტად გამეღრმავებინა თეორიული ცოდნა და დუსელდორფის უნივერსიტეტში  ხელოვნების ისტორიის მაგისტრატურა დავამთავრე. გერმანიაში საკუთარი სახელოსნო მაქვს, სადაც  ვმუშაობ. ვმონაწილეობ გამოფენებში, არტ პროექტებსაც  ვაკეთებ.  2014-2015 წლის განმავლობაში მე და ჩემმა მეგობრებმა   დუსელფდორფის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და დაფინანსებით  დიდი პროექტი განვახორციელეთ, რომელშიც სხვადასხვა  ქვეყნის  მხატვრებმა, მათ შორის ქართველებმაც მიიღეს მონაწილეობა. პროექტის მთავარი თემა კედლის მხატვრობა იყო. რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავდი, მაგრამ ვერ დავიკვეხნი, რომ მხატვარი ვარ. უბრალოდ, ხელოვნებას ვაკეთებ. მიყვარს სიბრტყის დასმა საღებავებით.

– რა ხდება შთაგონების წყარო?

– ბევრი რამ, გარემო, აღქმა, რეფლექცია, ყველანაირი მომენტი. შეუძლებელია მხატვარი  დადგენილ საათებში ხატავდეს. როცა არ ვხატავ, მაშინაც კი ხატვაზე ვფიქრობ. წიგნის 14696832_1266521123381868_1732113719_nკითხვისას, ფილმის ყურებისას შეიძლება ნახო ინსპირაცია, თანაც ისეთ მომენტში, სადაც არ მოელი.

– ფერები თქვენს შემოქმედებაში.

– გააჩნია, რა ნამუშევარს ვხატავ, რა განწყობის გადმოცემა მინდა. შეიძლება შავ-თეთრ ფერებში დავხატო, შეიძლება წითელსა და თეთრში. მხატვარს ყველა ფერი თანაბრად უყვარს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მასალის ფაქტურა, კლასიკური მედიუმი, საღებავები და შესრულების მეთოდი რა სისქეზეა, დაკაწრულია, ფუნჯით არის დახატული თუ საღებავი ხელით არის წასმული. სწორედ ეს თამაშობს დიდ როლს. მნიშვნელოვანია, ნამუშევარი მეტაფიზიკურ სივრცეს იძლეოდეს მეტი ფიქრისთვის, რაც უკვე ხელოვნების ენაა. ისეთი ნახატი, სადაც ყველაფერი ჩანს და გარკვეულია, უკვე მოსაწყენია, უნდა დატოვო ამოუცნობი, ეს არ ხდება მარტო გააზრებით, ეს ბუნებრივია შემოქმედებით პროცესში.

– როგორია ტილოზე მუშაობის პროცესი?

– შეიძლება უცებ, რაღაც დავხატო. უფრო კარგად გამომდის. არის შემთხვევა, როცა არ გამომდის. დავანებებ ხოლმე თავს და შემდეგ ისევ ვუბრუ14724086_1267427023291278_1031642438_oნდები, ახალს ვამატებ. შეიძლება ზემოდანაც გადავახატო, რასაც ძალიან ხშირად ვაკეთებ. მაქვს ესეთი ნამუშევრები, სადაც მის ქვემოთ 2 ან 3 ნამუშევარია და არც ერთი არ გამოვიდა, არ მომეწონა და ბოლოს ზემოდან გადავახატე. ძირითადად 5 – 6 ტილოზე პარალელურად ვმუშაობ. მუშაობის ასეთი მეთოდი მაქვს.

– როგორ გარემოში მუშაობთ?

– უნდა იყოს კარგი ტემპერატურა. არ უნდა მციოდეს, ან მცხელოდეს. უნდა იყოს შესაბამისი განათება, საღებავები და ტილო. სიმშვიდე არ არის აუცილებელი, არც მარტო ყოფნა.

– რას შეცვლიდით თბილისში? 

– ყველა ქალაქს აქვს მინუსები და პლუსები. ვიზუალურად ვიტყოდი, რომ არის ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ეს არ ნიშნავს მარტო იმას, თუ რა ისტორიული მნიშვნელობა აქვს და რომელი საუკუნისაა. 14699597_1267426879957959_1394983678_oკულტურის ძეგლია ის, რაც კომუნისტურმა ეპოქამ დაგვიტოვა, მაგალითად, ბრუტალისტური არქიტექტურის ნიმუშები. ჩემის აზრით, ამის დანახვა უჭირთ. უნდათ, რომ დაანგრიონ, ან ისე გადააკეთონ, დასავლეთს დაემსგავსონ და შუშის ფასადებს აკეთებენ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები საკმაოდ ლამაზია, ის რომელიღაც ეპოქას ასახავს. ჩემი აზრით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადაკეთებით მახინჯდება ჩვენი ქალაქი, იკარგება ჩვენი კულტურა. შეიძლება, რაღაც გადმოიტანო სხვა ქვეყნიდან, მაგრამ ქართული კულტურა უნდა შეინარჩუნო.

– თბილისი თუ დაგიხატავთ?

– შეიძლება, ბავშვობაში. გამოვედი იმ ეტაპიდან, როცა ქალაქის სილამაზეს ვხატავდი. თბილისი, პარიზი, ან ლონდონი რომ დავხატო, არაფერს მაძლევს. არ მაძლევს აზროვნების საშუალებას, გამოსახულება ბრტყელია, მეტაფიზიკურად ბრტყელი. ბრტყელია სააზროვნოდ.

ესაუბრა ​თათია პაიჭაძე 

კომენტარი