ოთხ ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა (ფოტოკოლაჟი)

ოთხ ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა (ფოტოკოლაჟი)

553
გაზიარება

თბილისის ნაძალადევის რაიონში ინანიშვილის, იმერეთისა და დაისის ქუჩებსა და ღრმაღელეს I შესახვევში საგზაო სამუშაოები დასრულდა.
როგორც „სითი კვირას“ ნაძალადევის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ამ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 527 281 ლარი გამოყო. ოთხივე ქუჩის საერთო ფართობი 9 455 კვ.მ.-ია.
​მათივე ინფორმაციით, იმერეთის ქუჩაზე და ღრმაღელეს I შესახვევში გზის საფარის რეაბილიტაციამდე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა. დაისის ქუჩასა და დაისის I და II შესახვევში კი წყალსადენის ქსელის ამორტიზებული მონაკვეთები შეკეთდა. რაც შეეხება ინანიშვილის ქუჩას, საგზაო სამუშაოების დაწყებამდე 83 მ. სიგრძის გზის დამჭერი საყრდენი კედელი აშენდა, რომლის ღირებულებამაც 303 988 ლარი შეადგინა. კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარი. რეაბილიტირებული ქუჩები ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით გოგიძემ მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
​„ნაძალადევში ბევრია ისეთი ქუჩა, სადაც 40-50 წელია, ასფალტის საფარი არ დაგებულა. სწორედ ასეთ ქუჩებს ვაკეთებთ კაპიტალურად. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – განაცხადა დავით გოგიძემ.

კომენტარი