სამტრედიისა და მიქელაძის ქუჩებზე ასფალტის საფარს აგებენ

სამტრედიისა და მიქელაძის ქუჩებზე ასფალტის საფარს აგებენ

530
გაზიარება

​თბილისის დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა N4ა-სა და N2 საცხოვრებელ კორპუსებთან ინფრასტრუქტურული სამუშოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ასფალტის დაზიანებული ფენის დემონტაჟი ხორციელდება, რის შემდეგაც ასფალტის ახალი საფარი დაიგება. ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს მიქელაძის ქუჩაზეც.
​როგორც „სითი კვირას“ დიდუბის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, აღნიშნულ სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს. მიქელაძის ქუჩაზე სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოწესრიგდება საფეხმავლო ტროტუარი და ბორდიური. დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტის მეთვალყურეობით წარმოებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა დიდუბის რაიონში, 103 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწესრიგეს.

კომენტარი