თბილისის მოდის კვირეული ROOMS HOTEL TBILISI -ში

თბილისის მოდის კვირეული ROOMS HOTEL TBILISI -ში

1058
გაზიარება

თბილისის მოდის კვირეული გრძელდება. 21- 23 ოქტომბერს სასტუმრო ROOMS TBILISI აერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრესრუმს და სამუშაო შოუ-რუმს. ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში არაერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენება იმართება. თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, სასტუმრო ROOMS TBILIS – ში დიზაინერ თამუნა ბერაძის, ELEONORY -ის კოლექციის ჩვენება და ETHERE – ს აქსესუარების პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის მოდის კვირეულის მესამე დღე დიზაინერ სალომე ტყაბლაძის ჩვენებით დასრულდა. დღეს დიზაინერების: LTFR & GIPSY SAMURAI, Tamanini, თამთა შინდელიშვილის და მარიამ გვასალიას ჩვენებები გაიმართება.

 

კომენტარი