გარემოსდაცვითი ინფორმაციის ცენტრში ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობაზე იმსჯელებენ 

გარემოსდაცვითი ინფორმაციის ცენტრში ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობაზე იმსჯელებენ 

559
გაზიარება

​საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის“ საკითხებს 31 ოქტომბერს, 10:00 საათზე განიხილავენ.
​როგორც „სითი კვირას“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში განუცხადეს, ამ დღეს მოეწყობა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) განხორციელების მეხუთე ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა.
​მათივე ინფორმაციით, ორჰუსის კონვენციის მეხუთე ეროვნული ანგარიშის პროექტი განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: http://bit.ly/2ehUUjq  და http://bit.ly/2dnVSo7
დაინტერესებულმა პირებმა დასწრება 26 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე უნდა დაადასტურონ: http://international@moe.gov.ge; ტელ: 2 72 72 23.
მონაწილეობის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის ორჰუსის კონვენციის ეროვნულ პასუხისმგებელ პირს ნინო გოხელაშვილს შემდეგ მისამართზე უნდა მიმართონ: http://n.gokhelashvili@moe.gov.ge; ტელ.: 2 72 72 23.

კომენტარი