გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურს – „ერთგულების“ დაჯილდოება გაიმართება

გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურს – „ერთგულების“ დაჯილდოება გაიმართება

658
გაზიარება

გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის – „ერთგულება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში დღეს გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე დაესწრება.
როგორც “სითი კვირას” კულტურის სამინისტროში განუცხადეს, გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია მინიატურის ჟანრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟითა და ფონდ “კულტურათა დიალოგის” ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა. კონკურსის სახელწოდება – “ერთგულება” გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მინიატურის მიხედვით შეირჩა.
პრემია ყოველწლიურად გაიცემა. 2016 წელს 200-ზე მეტი საკონკურსო ნამუშევრიდან კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი საპრიზო და შვიდი საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა. გამარჯვებულებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი პრემია გადაეცემათ.

კომენტარი