თბილისის შემოგარენში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი

თბილისის შემოგარენში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი

949
გაზიარება

​თბილისში 25 და 26 ოქტომბერს წვიმიანი და ღრუბლიანი ამინდი იქნება. წყნეთსა და კოჯორში 26 ოქტომბერს წვიმას, შესაძლოა, თოვლ-ჭყაპი მოჰყვეს, თუმცა, თბილისში ნალექი თოვლის სახით მოსალოდნელი არ არის.
როგორც “სითი კვირას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 25 – 26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და იქნება +2,+7 გრადუსი.
მათივე ინფორმაციით, თბილისში ჰაერის ტემპერატურა ხვალ +6, ზეგ კი +4 გრადუსი იქნება. 27 – 28 ოქტომბერს გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +15, +20 °- მდე დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში +8, +13 ° -მდე, თუმცა, 29 ოქტომბრიდან ამინდი კვლავ გაუარესდება და ნალექიანი ამინდი იქნება.

კომენტარი