მეტროსადგურ “რუსთაველის” მისტიკური ადგილი (ვიდეო)

მეტროსადგურ “რუსთაველის” მისტიკური ადგილი (ვიდეო)

2169
გაზიარება

თბილისის მეტროსადგურ “რუსთაველში”, ჩასასვლელიდან ხელმარჯვნივ, მესამე ბოძზე, წითელ ქართულ მარმარილოზე ათასწლეულების წინათ ქვაში ჩაყინულ ზღვის მოლუსკის ნიჟარას ნახავთ. ნიჟარასთან მგზავრები ხშირად მიდიან, რადგან მიაჩნიათ, რომ მასთან ხელით შეხება ბედნიერების მომტანია.
თბილისის მეტროსადგურების ულამაზესი ინტერიერის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თავის საავტორო გადაცემაში – “ქალაქიდან ქალაქამდე” მოგვითხრობს.
​მისი შეფასებით, დედაქალაქის მეტროსადგურების ინტერიერი გემოვნებით არის გაფორმებული, თუმცა, სულ უფრო იშვიათად შეხვდებით სადგურების დასახელებების ძველ წარწერებს, რისთვისაც წლების წინათ საგანგებოდ შეიმუშავეს შრიფტი.

კომენტარი