ტოსკანას გიგანტური ქანდაკების საიდუმლო (ფოტოკოლაჟი)

ტოსკანას გიგანტური ქანდაკების საიდუმლო (ფოტოკოლაჟი)

1875
გაზიარება

XVI საუკუნეში მოღვაწე ცნობილმა ფლორენციელმა მოქანდაკე – მანერისტმა ჯოვანი და ბოლონიამ იტალიის ერთ-ერთ ცენტრალურ რეგიონში, ტოსკანაში, პრატოლინო ვილას ტერიტორიაზე 10 მეტრზე მეტი სიმაღლის, ადამიანის ფიგურის მქონე ქანდაკება შექმნა, რომელსაც “აპენინების ალეგორიას” უწოდებენ. ერთი შეხედვით, ქანდაკება, შეიძლება ითქვას, ქვის დიდ ღმერთს ჰგავს. თუმცა, როგორც ირკვევა, გარეგნული დიდებულების გარდა, ნაგებობა პრაქტიკული თვალსაზრისითაც გამოირჩევა, მის შიგნით რამდენიმე საიდუმლო ოთახია განთავსებული. იმასაც ამბობენ, რომ ქანდაკებას განრისხება შეუძლია. ამ დროს ცხვირის ნესტოებიდან ბოლი გამოსდის.
ქანდაკების საიდუმლო მის შიგნით დამალული შენობაა, რომელიც, სრულებით შესაძლებელია, ვინმეს საცხოვრებელი გამხდარიყო. გიგანტის თავში ბუხარია მოწყობილი და მისი ნესტოებიდან გამოსული ბოლიც ამ ბუხრის ბრალია.
პარკი, სადაც ეს შესანიშნავი ქანდაკება მდებარეობს, ტურისტებისთვის უკვე ღიაა.

2759710-R3L8T8D-1000-parco-pratolino1
2759760-R3L8T8D-1000-GiambolognaTheAppennineColossus62760010-R3L8T8D-1000-052760060-R3L8T8D-1000-1444715264_appenninskiy-koloss-42759960-R3L8T8D-1000-gigante62760310-R3L8T8D-1000-08
2759910-R3L8T8D-1000-gigante72761610-R3L8T8D-1000-Gigante_dellAppennino_del_Giambologna2766810-R3L8T8D-1000-GiambolognaTheAppennineColossus112766910-R3L8T8D-1000-GiambolognaTheAppennineColossus2

კომენტარი