გათბობის სისტემა თბილისის ყველა ბაგა-ბაღშია ჩართული – თემურ თორდინავა

გათბობის სისტემა თბილისის ყველა ბაგა-ბაღშია ჩართული – თემურ თორდინავა

563
გაზიარება

​თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას ინფორმაციით, ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში ცენტრალური გათბობის სისტემა ჩართულია. ხოლო იმ ბაღებში, სადაც შენობის გათბობის პრობლემა არსებობდა, აღმოფხვრილია.
​როგორც “სითი კვირას” თემურ თორდინავამ განუმარტა, საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემის შემოწმება სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყეს და ბაგა-ბაღებში ცენტრალური გათბობის სისტემა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინათ ჩართეს.
“თუ რომელიმე საბავშვო ბაღში, კონკრეტულ ოთახში ან ოთახებში დაშვებული იყო ხარვეზი, ყველა მათგანი დროებით ელექტროგამათბობელით თბებოდა. თუმცა, ყველა ასეთ ბაღში ხარვეზი აღმოფხვრილია. ​ამ მიმართულებით მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში ვართ, თუ სადმე შეიქმნა კონკრეტული პრობლემა, გვიკავშირდებიან და მყისიერად ვახდენთ რეაგირებას”, – განმარტავს იგი.
მისივე თქმით, მთელი ზამთრის და ცივი ამინდების პერიოდში ხორციელდება მონიტორინგი. გათბობის სისტემას ტემპერატურის ვარდნისთანავე რთავენ. ამისთვის შესაბამისი თანხები არის გამოყოფილი.
„რაც შეეხება გათბობის სიტემის ხარჯებს, ეს დამოკიდებულია ბაგა-ბაღის ფართზე. შესაბამისად, მცირე ზომის ბაღებს ნაკლები ხარჯი აქვთ”, – განაცხადა თორდინავამ.
​თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საბავშვო ბაგა -ბაღების მართვის სააგენტოს ყველა სააღმზრდელო დაწესებულების შემოწმება დაავალა.

კომენტარი