გლდანში კეთილმოწყობის სამუშაოები ​31 მისამართზე განხორციელდება  ​

გლდანში კეთილმოწყობის სამუშაოები ​31 მისამართზე განხორციელდება  ​

621
გაზიარება

​თბილისის გლდანის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები უახლოეს ხანებში 31 მისამართზე დაიწყება.
​როგორც “სითი კვირას” გლდანის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები სხვადასხვა მისამართზეა დაგეგმილი.
​მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში იგეგმება 14 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის განახლდება; 4 ობიექტზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ლიფტებს; 2 მისამართზე დაამონტაჟებენ მეტალის კარს; 3 მისამართზე მოწესრიგდება წყალ-კანალიზაციის სისტემა; 2 ობიექტზე საერთო სარგებლობის კიბეებს აღადგენენ; 2 კორპუსის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდება; 4 ობიექტზე მოეწყობა წყალსაწრეტი მილები.
​როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობა ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 200 000 ლარს გამოყოფს.

კომენტარი