გლდანში კეთილმოწყობის სამუშაოები 30 მისამართზე განახორციელეს

გლდანში კეთილმოწყობის სამუშაოები 30 მისამართზე განახორციელეს

561
გაზიარება

თბილისის გლდანის რაიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში 30 მისამართზე საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა.
​როგორც „სითი კვირას“ გლდანის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 9 სხვადასხვა მისამართზე, 3201 კვ.მ ფართობზე, განახლდა კორპუსის სახურავი, 11 ობიექტზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლიფტებს, ერთ ობიექტზე მოაწესრიგეს შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემა, 2 კორპუსს ჩაუტარდა სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაცია, 6 ობიექტზე მოეწყო წყალსაწრეტი მილები და ერთ ობიექტზე დაამონტაჟეს სადარბაზოს მეტალის კარი.
მათი ინფორმაციით, სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობამ, ბიუჯეტიდან 191 941 ლარი გამოყო. რაიონის მასშტაბით მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობის სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარი