დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

508
გაზიარება

​თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობა ბიუჯეტიდან დაფინანსებული იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების სიას აქვეყნებს, რაზეც 9 თვის განმავლობაში 2 548 034 ლარი დაიხარჯა.
როგორც “სითი კვირას” გამგეობის პრესსამსახურში განუცხადეს, უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში დიდუბის რაიონში 285 სხვადასხვა სახის თანადაფინანსებული პროექტი განხორციელდა. კერძოდ, 75 ობიექტზე შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავი შეაკეთეს. 12 მისამართზე განახლდა საერთო სარგებლობის კიბე.
23 მისამართზე შეიცვალეს მოძველებული წყალსაწრეტი მილები. 35 მისამართზე განხორციელდა სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები. მეტალის კარი, სენსორული სანათები და დომოფონები 31 მისამართზე დაამონტაჟეს. ასევე, შშმ პირთათვის გაკეთდა პანდუსი. 22 მისამართზე კი, მრავალბინიან საცხოვრებელი კორპუსების სართულებს შუა შექმნილი ნაპრალები ამოავსეს, 21 კორპუსში კი ძველი შიდა წყალ- ანალიზაცია შეცვალეს, რაც მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა. 48 ამორტიზებული ლიფტი სრულად განახლდა.
მათივე ინფორმაციით, 9 თვის განმავლობაში გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა 8 საცხოვრებელ სახლს, ხოლო შენობის გამაგრებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია 7 მისამართისთვის მომზადდა.
“თბილისის მთავრობის ინიციატივით, თანადაფინანსებული პროექტების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებების შედეგად, სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად საჭირო დაფინანსებაში მოსახლეობის პროცენტულმა მონაწილეობამ მნიშვნელოვნად დაიკლო. აღნიშნული ინიციატივა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, ნაკლები დანახარჯით მოაწესრიგონ საკუთარი საცხოვრებელი პირობები”, – აცხადებენ გამგეობაში .

კომენტარი