​ქუჩების დაბინძურებისთვის მოქალაქეებს ქვეითი ინსპექტორები დააჯარიმებენ​

​ქუჩების დაბინძურებისთვის მოქალაქეებს ქვეითი ინსპექტორები დააჯარიმებენ​

24599
გაზიარება

​თბილისის ქუჩებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაყრის გამო, მოქალაქეებს მალე ქვეითი ინსპექტორები დააჯარიმებენ, რომლებიც დედაქალაქში 2017 წლიდან გამოჩნდებიან. ქვეითი ინსპექტორის ოცკაციან ჯგუფს შპს “თბილსერვის ჯგუფი” დააკომპლექტებს, რისთვისაც ახალ კადრებს შეარჩევენ. თითოეულ რაიონში ორი ქვეითი ინსპექტორი იმუშავებს. ისინი ფეხით შემოივლიან ტერიტორიებს და გარემოს დამბინძურებლებს თუ შენიშნავენ, კანონის საფუძველზე დააჯარიმებენ.
როგორც „სითი კვირას“ „თბილსერვისში“ განუმარტეს, გარემოს დაბინძურებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან 50-დან 5 000 ლარამდე. ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს დანაგვიანებისას მძღოლი 120 ლარით დაჯარიმდება, ხოლო საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებიდან დამრღვევი – 120 ლარით.​
​გარემოს დანაგვიანება დასჯადი 2015 წლის 15 იანვრიდან გახდა, რომლის მიხედვითაც, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარით ჯარიმდება, ​შენობა-ნაგებობიდან ჩადენილი იგივე ქმედება კი – 100 ლარით; DSC_01372 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარი, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარი; ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 150 ლარი; ხუთი ერთეული ან მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება, ველოსიპედის საბურავის გარდა – 500 ლარით ჯარიმდება.
რაც შეეხება გარემოს საშენი მასალით დაბინძურებას: 1მ3 -მდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკურ პირს 200 ლარიანი, ხოლო იურიდიული პირს – 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის მოცულობა გაიზრდება: ფიზიკური პირი – 500 ლარი, ხოლო იურიდიული პირი – 1 500 ლარი.
ფოთლების, ბაღისა და პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა 200 ლარით ჯარიმდება; საბურავის, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – 500 ლარით;
​სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი – 400 ლარი, ხოლო იურიდიული პირი – 1000 ლარი;
20 კგ-მდე სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა ფიზიკური პირი – 200 ლარი, ხოლო იურიდიული პირი – 300 ლარი;
20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა ფიზიკური პირი -550 ლარი, ხოლო იურიდიული პირი – 1500 ლარი.
„ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევისათვის „თბილსერვის ჯგუფი“ უფლებამოსილია შეადგინოს საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი),“-აცხადებენ „თბილსერვისში“.

კომენტარი