ნაძალადევის რაიონში 3 სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია იგეგმება

ნაძალადევის რაიონში 3 სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია იგეგმება

564
გაზიარება

​თბილისის ნაძალადევის რაიონში ნოემბერში, 3 სპორტული მოედნის აღდგენა-რეკონსტრუქცია იგეგმება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება გურამიშვილის გამზირის N12-ის მიმდებარედ, თოდრიას ქუჩას და ცოტნე დადიანის ქუჩის N 148 კორპუსთან არსებულ მოედნებს.
​როგორც “სითი კვირას” ნაძალადევის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, თემქაზე 3 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია – მე-4 მ.რ. მე-11 კორპუსის წინ, მე-3 მ.რ. მე-2 კვ. 30-ე კორპუსისა და მე-10 ბ კვ. მე-3 კორპუსის მიმდებარედ უკვე დასრულდა.
განახლებული სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა. დავით გოგიძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტად რჩება სპორტული აქტივობების ხელშეწყობა, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაა საჭირო. სწორედ ამიტომ, 2017 წლის ბიუჯეტშიც მაქსიმალურად გავითვალისწინებთ სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხებს“, – განაცხადა დავით გოგიძემ.
​გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში სულ 17 სპორტულ მოედანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ხელოვნური, მწვანე საფარი, გამოიცვალა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები, ძველი ლითონის კონსტრუქციები ახლით შეიცვალა.

კომენტარი