მეტროსადგურ “ავლაბართან” არსებულ შადრევანში წყალს ცვლიან  

მეტროსადგურ “ავლაბართან” არსებულ შადრევანში წყალს ცვლიან  

670
გაზიარება

​თბილისის ისნის რაიონში, მეტროსადგურ „ავლაბართან“ არსებულ შადრევანს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასუფთავებენ, რის შემდეგაც შადრევანს დღეს, საღამოს საათებში ჩართავენ.
​როგორც „სითი კვირას” „თბილსერვისში“ განუცხადეს, მიმდინარე გეგმიური მორეცხვითი სამუშაოების ფარგლებში, შადრევანს კერხერით რეცხავენ და დაბინძურებულ წყალს ახლით ცვლიან.
მათივე ინფორმაციით, შადრევანს სამუშოების დასრულებისთანავე, დაახლოებით, 18:00 საათისთვის ჩართავენ.
“თბილისის შადრევნები კვირაში ერთხელ ან ყოველ ათ დღეში ერთხელ ირეცხება. დასუფთავების სამუშაოების დაწყებამდე მოწმდება შადრევნის ტექნიკური და ეკოლოგიური მდგომარეობა, რის შემდეგაც იწყებენ დასუფთავების სამუშოებს. ამ დროისთვის მხოლოდ მეტროსადგურ “ავლაბართან” არსებული შადრევანი საჭიროებდა დასუფთავებას“, – აცხადებენ „თბილსერვისში“.

კომენტარი