პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ 

პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ 

722
გაზიარება

​თბილისის ვაკის რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩის #8-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობა ახორციელებს.
​როგორც “სითი კვირას” ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთზე გამოიცვლება ბორდიურები, მოეწყობა გზის საფუძველი და დაიგება ასფალტის ახალი საფარი.
მათივე ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობა კიდევ ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს ნუცუბიძის IV მ/რ-ის 55 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამ დროისთვის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარი