მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარედ ასფალტის საფარია დაზიანებული (ფოტოკოლაჟი)

მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარედ ასფალტის საფარია დაზიანებული (ფოტოკოლაჟი)

711
გაზიარება

​თბილისის ისნის რაიონში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მესხიშვილის ქუჩის დასაწყისში, გზაზე ასფალტის საფარია დაზიანებული.
როგორც „სითი კვირას“ ადგილობრივებმა განუცხადეს, ამ მონაკვეთზე დიდი ხანია, ასფალტის საფარი დაზიანებულია და ახლის დაგებას საჭიროებს. ორმოულია მესხიშვილის ქუჩის #15-ის მიმდებარედაც. ამავე ქუჩაზე, რამდენიმე ადგილას საკომუნიკაციო ჭის თავსახური გზის საფარზე დაბლაა დარჩენილი, რაც გზაზე, ასევე, ორმოულს ქმნის.
მათივე თქმით, მესხიშვილზე, კიდევ ერთ ადგილას იყო გზა ჩავარდნილი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტს. გზის ის მონაკვეთი შეაკეთეს.

კომენტარი