ვარდების მოედნის ქვეშ ნაგავსაყრელად ქცეული სივრცე მრავალფუნქციური გახდება (ფოტოკოლაჟი)

ვარდების მოედნის ქვეშ ნაგავსაყრელად ქცეული სივრცე მრავალფუნქციური გახდება (ფოტოკოლაჟი)

2415
გაზიარება

თბილისის ვარდების მოედანის ქვეშ არსებული, ნაგავსაყრელად ქცეული უფუნქციო სივრცე, შესაძლოა, მრავალფუნქციური გახდეს. კერძოდ, იგეგმება ახალი სავაჭრო ცენტრებისა და რესტორნების განთავსება, ე.წ. ჩაძირული ბაღების, დასასვენებელი ადგილების, ამფითეატრისა და შადრევნების მოწყობა. მიწისქვეშა გადასასვლელი ვარდების მოედანზე მდებარე სასტუმროებს რუსთაველის გამზირთან დააკავშირებს.
მოედანზე არსებული ავტოსადგომის ადგილას ორსართულიან შენობას ააშენებენ, ხოლო თავად ავტოსადგომი მიწისქვეშა სივრცეში გადაინაცვლებს და მოემსახურება როგორც სასტუმრო “რედისონს”, ისე მოედანზე მდებარე სხვა ობიექტებსაც, მათ შორის, ტელეგრაფს. მრავალფუნქციური კონგრესცენტრის ორსართულიანი შენობა ორ სასტუმროს ერთმანეთთან ხიდებით და ღია სივრცეებით დააკავშირებს.  15050222_1359870260704780_1978775232_n​როგორც “სითი კვირას” მერიის არქიტექტურის სამსახურში განუმარტეს, გერმანულმა კომპანია Graft-Arcitects-მა, “სილქ როუდ ჯგუფის“ დაკვეთით, თბილისის მერიას აღნიშნული ტერიტორიის განვითარების კონცეფცია 4 ოქტომბერს წარუდგინა. კომპანიის მიერ წარმოდგენილ განაშენიანების რეგულირების გეგმაში წერია, რომ წარმოდგენილი პროექტი რამდენიმე საკადასტრო ერთეულს მოიცავს. ტერიტორიის ნაწილი კერძო საკუთრებაშია და მესაკუთრეებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება; ნაწილი ქალაქის თვითმმართველ ერთეულზეა დარეგისტრირებული, ნაწილი დაურეგისტრირებელია.
​მათივე ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად საჭიროა საკადასტრო მიწის ნაკვეთების მოწესრიგება ისე, რომ აღნიშნული ტერიტორია ერთ ქალაქგეგმარებით ერთეულად ჩამოყალიბდეს და არ იყოს დანაწევრებული.
ამავე დოკუმენტის თანახმად, საპროექტო ტერიტორია თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, რომელსაც რთული ურბანული განვითარების ისტორია აქვს და მისი განვითარება დღესაც გრძელდება. საპროექტო არეალში განთავსებულია ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც არის: ტელეგრაფის შენობა, ვარდების მოედანი და სასტუმრო “რედისონი”.
ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება რუსთაველის გამზირი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთიდან – თაბუკაშვილის ქუჩა. 14971795_1359870267371446_1707369002_n“სასტუმრო „რედისონი“, თავისი დატვირთვითა და მომსახურებით, ქალაქის წარმატებულ სასტუმროთა სამეულშია შესული. თუმცა, ამ წარმატების მიუხედავად, შენობის მიმდებარედ ინფრასტრუქტურა დღემდე მოუწესრიგებელია. ახალი პროექტის მიზანია ორი მნიშვნელვანი შენობის – “რედისონისა” და ტელეგრაფის შენობაში განთავსებული მშენებარე სასტუმროს კავშირის შექმნა”, – ნათქვამია მერიისთვის წარდგენილ განაშენიანების რეგულირების გეგმაში.
​როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში განუმარტეს, პროექტმა განხილვის პირველი სტადია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოებში უკვე გაიარა და დადებითი რეკომენდაცია მისცეს. პროექტი ამჟამად დედაქალაქის საკრებულოში განხილვას ელოდება.
„პროექტმა პირველი სტადია გაიარა. შემდეგ არის პროექტის შეთანხმება და შემდეგ ნებართვის გაცემა კიდევ ცალკე სტადიაა. ეს ავტომატურად არ ნიშნავს მშენებლობის დაწყებას, მშენებლობის ნებართვა ჯერ გაცემული არ არის”, – აცხადებენ არქი15033947_1359870444038095_559676889_oტექტურის სამსახურში და დასძენენ, რომ ადვილი შესაძლებელია, როგორც მსხვილი ინვესტიცია, ამ კომპლექსის მშენებლობის დაწყების ნებართვა ეკონომიკის სამინისტრომ განსაზღვროს.
არის თუ არა პროექტი შეთანხმებული თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან, ამის გარკვევას “სითი კვირა” გენგეგმაზე მომუშავე ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი – საქართველოში” შეეცადა.
როგორც გენგეგმის ჯგუფის წევრები აცხადებენ, “ვარდების მოედანზე” განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით ზოგადი წარმოდგენა აქვთ, ინფორმაციები გაცვალეს და ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით მათი მხრიდანაც გარკვეული რჩევები მიიღეს. თუმცა, პროექტი საბოლოო სახით  ჯერ არ უნახავთ და იმედოვნებენ, რომ უახლოეს ხანებში მის ბოლო ვერსიას გაეცნობიან.

კომენტარი