ახალი სახლი ნამდვილი თბილისის სიკვდილს ნიშნავს – მწერალი აკა მორჩილაძე

ახალი სახლი ნამდვილი თბილისის სიკვდილს ნიშნავს – მწერალი აკა მორჩილაძე

18243
გაზიარება

აბა, სადმე თუ არიან თბილისის სულები. აბა, თუ ვიპოვით. ისინი ღრიჭოებსა და ნანგრევებში ბუდობენ. თბილისი ისეთი ქალაქია, რომელსაც სულ ანგრევენ და აშენებენ. ამიტომ სულები ქრებიან. მათ უჭირთ, ვინაიდან ართმევენ შეჩვეულ ადგილებს და ამ ადგილების სითბოს. თბილისში ქუჩებს არა აქვთ გაგრძელება, ისინი უცებ კვდებიან. ყოველ ათ ნაბიჯში ახალი სასაზღვრო პუნქტია გამართული. ყველას უნდა, რომ ახალი სახლი ნამდვილ თბილისში ააშენოს. თუმცა, ახალი სახლი ნამდვილი თბილისის სიკვდილს ნიშნავს. ამიტომ ქუჩები დაწყვეტილია. ახალი სახლები ისე წყვეტენ ქუჩებს, როგორც გაბრაზებული და ეჭვიანი ქალი გაწყვეტს ხოლმე მძივს, ძაფს კი ორი-სამი, თუნდაც ათი ქარვა შერჩება. სულებს კი უჭირთ, რადგან ყოველდღიურად კარგავენ შეჩვეულ ადგილებს.

კომენტარი