სახლს, სადაც ლეო ქიაჩელი და ნიკო ლორთქიფანიძე ცხოვრობდნენ რეაბილიტაცია ჩაუტარდა (ფოტო)

სახლს, სადაც ლეო ქიაჩელი და ნიკო ლორთქიფანიძე ცხოვრობდნენ რეაბილიტაცია ჩაუტარდა (ფოტო)

1242
გაზიარება

​თბილისის მთაწმინდის რაიონში, ალ.ჭავჭავაძის პირველი ჩიხის №1-ში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის მქონე საცხოვრებელი სახლს, რომელშიც ლეო ქიაჩელი და ნიკო ლორთქიფანიძე ცხოვრობდნენ, კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა. შენობის ფასადის რესტავრაცია, ადგილობრივმა მოსახლეობამ თავისი ხარჯით განახორციელა.
​როგორც „სითი კვირას“ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუცხადეს,​ ​სამუშაოების ფარგლებში გამაგრდა სახლის საძირკველი და საყრდენი კედლები. თაღი, რომელიც ავარიული იყო არმატურის ბადეში ჩასვეს და მოაპირკეთეს.
მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ მოადგილეებთან ერთად დასრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
„ეს იყო 2016 წლის ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი. პირველ რიგში მადლობას ვუხდი ამხანაგობის თავმჯდომარე მიხაილ ვიდერჰოლს. რომ არა მისი დაუღალავი ბრძოლა და შრომა, ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოები დღეს ასეთი სრულყოფილი არ იქნებოდა. მადლობა ჩემს თანამშრომლებს და თითოეულ იმ ადამიანს რომელმაც ფიზიკური შრომა გასწია ამ ისტორიული სახლის სიცოცხლის შესანარჩუნებლად“,- განაცხადა გელა არჩვაძემ.
მიხაილ ვიდერჰოლმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ფასადის რესტავრაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესახებ და გამგებელს სიმბოლური საჩუქარი, მადლობის სიგელი გადაცა.
„ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობდით ამ სახლის გადარჩენას. ერთ მხარეს გამგეობა, მეორე მხარეს ჩვენ და ორივემ ერთად გავაკეთეთ მესამე, საქმე რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის“,- განაცხადა მიხაილ ვიდერჰოლმა.
ღონისძიებას ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი ჰანს კიდერლენი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა, რესტავრატორი პაატა ბუესიშვილი და გეოლოგი გიორგი გაბუნია ესწრებოდნენ.
ალ.ჭავჭავაძის პირველი ჩიხის №1-ში მდებარე სახლი როგოვსკების ოჯახს ეკუთვნოდა, რომელიც არქიტექტორ მიხეილ ნეპრინცევის აშენებულია.
​გამგეობის ინფორმაციით, 2016 წელს მთაწმინდის რაიონის გამგეობამ 17 სახლი კაპიტალურად გაამაგრა.

კომენტარი