“ბრძენთა საკვები” ელეგანტური მცენარე კუმკვატი სახლის პირობებშიც ხარობს

“ბრძენთა საკვები” ელეგანტური მცენარე კუმკვატი სახლის პირობებშიც ხარობს

7852
გაზიარება

კინკანი, იგივე კუმკვატი, მინიატურული ზომის, მარადმწვანე ციტრუსია. ის ფასეული მცენარეა არა მარტო ელეგანტური აღნაგობის, არამედ ნაყოფის შესანიშნავი გემოს, ფერის და ფორმის გამო. მისი პატარა, ოვალური ფორმის ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით და სასარგებლო ნივთიერებებით. მას ბრძენთა საკვებს უწოდებენ, რადგან დიდი რაოდენობით ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს.
აღმოსავლეთის ხალხურ მედიცინაში მის ნაყოფს იყენებენ სასუნთქი გზების და სოკოვანი ინფექციების დროს. ასევე, ამბობენ რომ ის საუკეთესო საშუალებაა ნაბახუსევის სინდრომის მოსახსნელად. რეკომენდირებულია კონტეინერში, ოთახის პირობებში მოსაყვანად. მცენარის ზომა – 50 – 60 სმ -ია.faux-potted-kumquat-tree-cკუმკვატის სამშობლო ჩინეთია. ევროპაში ეს ციტრუსი 1846 წელს გამოჩნდა ლონდონის ბოტანიკურ გამოფენაზე. დღესდღეობით მისი პლანტაციები გავრცელებულია აზიაში და ასევე სამხრეთ ევროპაში. საქართველოში ამ ციტრუსს უფრო ხშირად კინკანს ეძახიან. გავრცელებული სახეობა “ნაგამი” დეკემბერში იკრიფება და დიდხანს ინახება.
მედიცინაში გამოიყენება ვირუსულ – რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისთვის და ასევე მათ სამკურნალოდ. უხდება ხველას, ეფექტიანად ებრძვის ვირუსულ და სოკოვან გამოვლინებებს ორგანიზმში, ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, გამოიყენება ათეროსკლეროზის, ინფაქტის და ინსულტის პროფილაქტიკისთვის.
კუმკვატი შეუდარებელია ნევროზების დროს, ის აუმჯობესებს განწყობას და მატებს ხალისს დეპრესიულ ადამიანებს, აწესრიგებს ძილს. ეს ლამაზი ხილი სასურველია ჩართონ რაციონში იმ ადამიანებმა, რომელთაც აწუხებთ გული, აქვთ მაღალი ქოლესტერინი და ასევე, ვინც დიდი დატვირთვით მუშაობს ფიზიკურად თუ გონებრივად.
კუმ-კვატი უბადლოა დიეტური კვების დროს – 100 გრამი შეიცავს მხოლოდ 71 კალორიას.
სიფრთხილის გამოჩენა დასჭირდებათ მაღალი მჟავიანობის მქონე ადამიანებს და ვისაც ამ პროდუქტზე ალერგია აღმოაჩნდება.
ყველაზე სასარგებლო კუმკვატის ცოცხლად მირთმევა არის. ის იჭმება კანიანად, აქვს მოტკბო-მომჟავო გემო და ამიტომაც ძალიან უხდება სხვადასხვა სალათებს. მისგან ამზადებენ სოუსებს, მურაბებს, ჯემებს, ამატებენ კოქტეილებში, გამოიყენებენ კერძების გასაფორმებლად და ა.შ.

ავტორი: მზია გურეშიძე-გიორგაძე

კომენტარი