ვაზისუბანში ინერტული ნარჩენის უკანონოდ განთავსებისთვის პირი დააჯარიმეს

ვაზისუბანში ინერტული ნარჩენის უკანონოდ განთავსებისთვის პირი დააჯარიმეს

512
გაზიარება

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, ვაზისუბნის ტერიტორიაზე მორიგი ინსპექტირების დროს, ინერტული ნარჩენის უკანონოდ განთავსების ფაქტზე  სამართალდამრღვევი პირი დააჯარიმეს. მომხდარის საფუძველზეც შედგა საჯარიმო ოქმი.
როგორც „სითი კვირას“ „თბილსერვისში“ განუცხადეს, კომპანიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები დედაქალაქის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში განაგრძობდნენ კონტროლს სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე.
მათივე თქმით, ღამის ინსპექტირების შედეგად გამოავლინეს სამართალდამრღვევი პირი, რომელიც მასზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმეს.
​შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოუწოდებს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაიცვან კანონი და სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ.
16667407_1502629569762181_793022968_o

კომენტარი