თბილისში პირველი ველობილიკი 8 კილომეტრის სიგრძის იქნება  

თბილისში პირველი ველობილიკი 8 კილომეტრის სიგრძის იქნება  

4070
გაზიარება

თბილისში პირველი ველობილიკი მარტის ბოლოს, დედა ენის ბაღიდან ვახუშტის ხიდამდე გაკეთდება და მისი სიგრძე 8 კილომეტრი იქნება. ველობილიკი მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე არსებულ ტროტუარზე განთავსდება და მოიცავს მარშრუტს დედაენის ბაღიდან ვახუშტის ხიდამდე და წრიული მიმართულებით უკან.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე აღნიშნული ტერიტორიაზე დღეს, კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან და ველომოყვარულებთან ერთად იმყოფებოდა. ველობილიკისთვის დაგეგმილი მარშრუტი დაათვალიერეს, არსებული ვითარება შეაფასეს და ​ველომოყვარულებთან ერთად შეარჩიეს უსაფრთხო ტერიტორია.
​როგორც მამუკა მუმლაძემ განაცხადა, გარკვეულ ადგილებში, ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურა არ იძლევა ​ველობილიკების მოწყობის საშუალებას, მაგრამ გზის ამ მონაკვეთში გადაადგილება უსაფრთხო იქნება.16810022_1512509128774225_503907179_n
მისივე
 თქმით, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დღეს აღირიცხა ის მონაკვეთები, სადაც გზის შეკეთება არის საჭირო. კერძოდ, ხიდთან გარკვეულ მონაკვეთზე ტროტუარს დასჭირდება რეაბილიტაცია, იქ ასევე არის, ქვეითებისთვის განკუთვნილი გზა, რომლის ნაწილი ველობილიკს დაეთმობა. გარკვეულ მონაკვეთზე კი ხეების ფორმირება იქნება საჭირო.
ველოსადგომებს რაც შეეხება, მუმლაძის ინფორმაციით, ერთი ველოსადგომი დედაენის ძეგლთან გაკეთდება, მეორე – სავარაუდოდ ზაარბრიუკენის მოედანთან, ხოლო მესამე – რიყეზე, საბაგიროსთან.
„დღეს აღირიცხება შესაკეთებელი მონაკვეთები, რომელიც პრობლემებს მოხსნის. მაქსიმუმ თვენახევარში გვექნება ველობილიკი, რომელზეც ადამიანებს შეეძლებათ გადაადგილდნენ და ისეირნონ“, – განაცხადა მუმლაძემ.
​თბილისის ველომოყვარულთა კლუბის ხელმძღვანელის თამაზ თიკანაძის თქმით, ველოსიპედის პოპულარიზაციისთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.
” ყველამ იცის, რომ გარკვეულ მიზეზთა გამო, ქალაქის ცენტრში ვერ კეთდება ველობილიკები, შესაბამისად ველობილიკები და ველოსადგომები, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ადგილას მოეწყობა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ველომოყვარულებისთვის“,- აცხადებს იგი.
​თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ველოსიპედის, როგორც ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი ტრანსპორტის განვითარების მიზნით, თბილისში პირველ ეტაპზე 20-ზე მეტი ველოსადგომის მოწყობა იგეგმება. პირველი საცდელი ველოსადგომი თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან, მიცკევიჩის ქუჩის № 29-ში უკვე განთავსდა, რომელიც 8 ველოსიპედს იტევს.
16780426_1512509115440893_2086296668_n 16809479_1512509092107562_230215894_n

კომენტარი