წინამძღვრიშვილისა და რომის ქუჩებზე ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია იგეგმება

წინამძღვრიშვილისა და რომის ქუჩებზე ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია იგეგმება

8424
გაზიარება

თბილისის განვითარების ფონდმა 3 ისტორიულ ძეგლზე სარეაბილიტაციო პროექტის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა. საპროექტო დავალება მოიცავს: წინამძღვრიშვილის ქუჩის N1 და N39-ში და რომის ქუჩის N4-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადებას, რომლის მიხედვით არსებული შენობების აღდგენითი სამუშაოები დაიგეგმება.
როგორც „სითი კვირას“ თბილისის განვითარების ფონდში განუცხადეს, არქიტექტურული პროექტები “ახალი ტფილისის” ფარგლებში, ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით ხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, საკონკურსო წინადადებების მიღება დაწყებულია და 13 მარტს, 15:00 – 17:00 საათამდე დამთავრდება.
რომის ქუჩა N4-ში მდებარე სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 900 ლარს, წინამძღვრიშვილის ქუჩის N1 – ის 132 000 ლარს, ხოლო წინამძღვრიშვილის ქუჩის N 39-ში მდებარე სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 76 000 ლარს შეადგენს.
საკონკურსო პირობების დეტალურად გაცნობა, შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=220219&lang=ge; https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=220226&lang=ge; https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=220228&lang=ge.

კომენტარი