ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებს წყალმომარაგება 1 დღით შეეზღუდათ  

ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებს წყალმომარაგება 1 დღით შეეზღუდათ  

429
გაზიარება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა განაახლა თბილისის საბურთალოს რაიონში, წყალმომარაგების ქსელზე მიმდინარე სამუშაოების გამო, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკას და ლუბლიანას ქუჩაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს წყალმომარაგება ხვალ, 28 თებერვლის 10:00 საათამდე შეუწყდებათ.
როგორც “სითი კვირას” თბილისის წყალმომარაგების კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” განუცხადეს, წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობის მიზნით, სხვიტორის ქუჩაზე, წყალსადენის 900 მმ-იანი და 1200 მმ-იანი მაგისტრალური ქსელების 160 მეტრი სიგრძის მონაკვეთს ცვლიან და დღეს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები მიმდინარეობს.
​მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ წიწამურში, 1200 მმ-იანი მაგისტრალური ქსელის 60 მეტრი სიგრძის მონაკვეთი შეიცვალა. სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას საჭიროებს, რის სასმელი წყალის მიწოდება დღეს, 10:00 საათიდან  შეეზღუდა საბურთალოს, დიდუბის და ვაკის რაიონებს.
კერძოდ, საბურთალოს რაიონში – დიღომი 8-ს, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას და ზურგოვანას დასახლებას, ასევე, ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს. დიდუბის რაიონში – ლუბლიანას ქუჩის ნაწილს და ბელიაშვილის ქუჩის N40-ს და ვაკის რაიონში ვაჟა-ფშაველას და ნუცუბიძის კვარტლებს, დელისის I, II და III და მიმდებარე ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის, ჯიქიას, მცხეთის და მიმდებარე ქუჩებს.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებენ, რომ შეეცდებიან სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულონ.
“აღნიშნულ ქუჩებზე, წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას, კომპანია, საინფორმაციო სააგენტოებისა და სმს-ების საშუალებით დამატებით გაავრცელებს. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, GWP აბონენტებს წინასწარ, SMS -შეტყობინების სახით მიაწოდებს”,- აცხადებენ კომპანიაში.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით –  http://www.gwp.ge

 

კომენტარი