მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს გიორგი წერეთელი უხელმძღვანელებს  

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს გიორგი წერეთელი უხელმძღვანელებს  

5835
გაზიარება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი წერეთელი დაინიშნა. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე საკრებულოს სხდომაზე წარმომადგელობითი ორგანოს წევრებმა იმსჯელეს და მერიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
გიორგი წერეთელი მანმადე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო, სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილისა და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად.
გიორგი წერეთლის ბიოგრაფია თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
იგი 1978 წლის 21 თებერვალს დაიბადა. 1994–1999 წლებში ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფარმაციის ფაკულტეტი დაამთავრა. 1997-2002 წლებში ქ.ქუთაისის იოანე პეტრიწის უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 1997 – 1998 წლებში ინვალიდთა საერთაშორისო ფონდში სოციალური საკითხთა კოორდინატორი იყო.
მუშაობდა შპს სადაზღვევო სააგენტო „ალდაგი იმერეთში“ ჯანმრთელობის დაზღვევის მენეჯერად, ასევე, იყო ს.ს „სადაზღვევო კომპანია ბრიტანეთი-კავკასიის“ გენერალური დირექტორის თანაშემწე, ავტომოტოტრანსპორტის დაზღვევის მენეჯერი.
2002 – 2004 წლებში საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის, სამართლებრივი ურთიერთობების სამმართველოში ჯერ სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ კი სამმართველოს უფროსი. რეგიონალური მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოში: სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, მთავარი სპეციალისტი. კონკურენციის დაცვისა და ანტიმონოპოლიური რეგულირების სამმართველო: მთავარი სპეციალისტი.
2005 – 2008 წლებში შპს „ჯი-ეს-ეი“, დირექტორის მოადგილე; 2008 – 2010 – შპს „მეტალინვესტი“ დიდუბის ბაზის მმართველი, გაყიდვების მენეჯერი; 2009 – 2013 წლებში შპს „ნდნ“, დირექტორი; 2011 – 2013 წლებში შპს „რენოკოლ გეოიმპექსი“, დირექტორის მოადგილე.
2013 – 2015 წლებში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური: სადაზღვევო ნორმატივებისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტი, სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო, მთავარი სპეციალისტი, სადაზღვევო ნორმატივებისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტი, სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო, უფროსი სპეციალისტი.

კომენტარი