მოსახლეობის ნაწილი ვარაზისხევში არსებული ქვაფენილის ასფალტით შეცვლას ითხოვენ

მოსახლეობის ნაწილი ვარაზისხევში არსებული ქვაფენილის ასფალტით შეცვლას ითხოვენ

1054
გაზიარება

ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია სახელწოდებით – „დავიხრჩვით“ იმართება. თბილისის რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებლები თბილისის მერიას მიმართავენ, ვარაზისხევში არსებული ქვაფენილი ასფალტით შეიცვალოს, რადგან, მათი მტკიცებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით მტვერს და ხმაურს უჩივიან.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი განმარტავს,რომ დედაქალაქის მთავრობას ოფიციალური განცხადებით ათი დღის წინ მიმართეს, რეაგირებას კი დღემდე ელოდებიან.
მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები სამომავლოდ, გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

კომენტარი