მეტროსადგურ „დიდუბეში“ ღია უბნების სალიანდაგო ხაზები გაიწმინდა ​ 

მეტროსადგურ „დიდუბეში“ ღია უბნების სალიანდაგო ხაზები გაიწმინდა ​ 

685
გაზიარება

​თბილისის ერთ-ერთი მეტროსადგური „დიდუბე“ დასუფთავდა. მეტროს სადგურების მოვლა-შენახვითი სამუშაოების ფარგლებში, სადგურების წმენდას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს.
როგორც „სითი კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, სადგური „დიდუბე“ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მონაწილეობით დასუფთავდა. ღია უბნების სალიანდაგო ხაზები გაიწმინდა საწარმოო ტექნიკური მტვერსასრუტით, სიგარეტის ნამწვავებისა და სხვადასხვა ნარჩენისაგან. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს მგზავრებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი ვალი და ნუ დააბინძურებენ მეტროს სადგურებს.
“გაუფრთხილდეთ გარემოს, სადაც ყოველდღიურად ვმოძრაობთ“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

კომენტარი