“კიბო სიცოცხლის დასასრული არ არის” – როგორ დაამარცხა დაავადება ლია გოცირიძემ

“კიბო სიცოცხლის დასასრული არ არის” – როგორ დაამარცხა დაავადება ლია გოცირიძემ

9709
გაზიარება

55 წლის ლია გოცირიძემ ავთვისებიანი სიმსივნის დაავადების შესახებ, თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგ ცენტრში 5 წლის წინათ, შემთხვევითი ვიზიტის დროს შეიტყო. ის სკრინინგ ცენტრში ახლობელს გაჰყვა და პროფილაქტიკის მიზნით, გამოკვლევა თავადაც ჩაიტარა, მას ავთვისებიანი და აგრესიული სიმსივნე დაუდგინდა. გასინჯვისას, დაავადება ზედაპირულადაც ჩანდა, მკერდს ფორმა ჰქონდა შეცვლილი.
იმ პერიოდს ლია გოცირიძე დიდი ტკივილით იხსენებს. ამბობს, რომ მისთვის ეს იყო დიდი ტრავმა, რადგან ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ავად და უცებ ასეთი დიაგნოზი მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ეგონა, რომ მისი ცხოვრება და სიცოცხლე ამით დასრულდა. დიაგნოზის გადასამოწმებლად, რამდენიმე პროფესორთანაც იყო და ყველამ ოპერაციის გაკეთება ურჩია. საუბარი იყო არა მკერდის მოკვეთაზე, არამედ კვანძის მოშორებაზე.​
ამოკვეთეს კვანძი და მართლაც, დადასტურდა ის დიაგნოზი, რომელიც სკრინინგ ცენტრში დაუსვეს: ძუძუს აგრესიული ავთვისებიანი სიმსივნე.
17622593_1263743783674619_1280906978_o„ეს არის ძალიან ცუდი დიაგნოზი. ამ დიაგნოზის გაგება საშინელება იყო ჩემთვის, ამას ვერ გადმოგცემთ. უკვე მეგონა, რომ სიცოცხლე დამთავრდა, ჩემთვის აღარაფერი არსებობდა და იმ განწყობით ვიყავი, რომ სიცოცხლე სულ ცოტა მქონდა დარჩენილი, მაგრამ თურმე, ეს ასე არ ყოფილა. ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია არ დამჭირდა, რადგან მეტასტაზები არ იყო წასული და პროცესი ახალი დაწყებული იყო. ამის გამო, არ გამიკეთებია არც ერთი და არც მეორე”,- აცხადებს ლია გოცირიძე.
მისი თქმით, რთული იყო ოპერაციის შემდგომი პერიოდი. იღლიის ფოსოდან ლიმფური ჯირკვლების ამოღების შემდგომ, ხელმა შეშუპება დაიწყო.
“ძალიან მტკიოდა ხელი. დამირეკეს სკრინინგ ცენტრიდან, მომიკითხეს, რადგან გამოკვლევა იქ ჩავიტარე და უკვე მათ ბაზაში ვიყავი, როგორც მათი პაციენტი. მიმიწვიეს, გავიკეთე გამოკვლევა და დამინიშნეს ხელის მასაჟები“, – განაცხადა ლია გოცირიძემ.
მისივე თქმით, მასაჟებმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. მას მერე, ხელი აღარც უშუპდება და აღარც სტკივა. ქალბატონი ლია „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრი გახდა. კლუბის წევრობა მისთვის დიდი ბედნიერებაა. ამბობს, რომ სიცოცხლის უნარი დაუბრუნდა, მის სიცოცხლეს აზრი მიეცა, რადგან კლუბში გაწევრიანებულ ქალბატონებს, ყველას ერთი დიაგნოზი, ერთი პრობლემა აერთიანებთ. ერთმანეთს ხვდებიან, ამხნევებენ და ა.შ„სწორად არის შერჩეული სახელწოდება – „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“, იმიტომ, რომ მართლა გავიმარჯვეთ – ჩვენ დავამარცხეთ კიბო. ამის შემდეგ, ქიმიო და სხივური თერაპია არ დამჭირვებია, მაგრამ აბებს ვსვამ. ეს ჰორმონული პრეპარატია, რომელიც შედარებით უფრო მსუბუქია, ვიდრე ქიმიოთერაპია. საშინელებაა, როცა იცი, რომ არაფერი გჭირს და უცებ ამ დიაგნოზს გეტყვიან. მართალია, ამას ლამაზად გეუბნებიან, მაგრამ მე თვითონ ხომ ვიცი ეს დიაგნოზი რაც არის? პროფესიით ექიმი ვარ და ვიცი. ამიტომ ეს იყო ჩემთვის საშინელი ტრავმა. 3 დღე მდარაჯობდნენ რომ თავი არ მომეკლა.  ახლა მეხუთე წელია უკვე და აღარც ვფიქრობ ამაზე, მაგრამ როცა გამოკვლევებს ვიტარებ, ძალიან ცუდ17692976_1263743853674612_874876229_o დღეში ვარ. დღეს ჩავიტარე გამოკვლევა და სანამ აქ მოვიდოდი, ვნერვიულობდი, რომ სადმე არ ყოფილიყო რეციდივი, რომელიმე ორგანოზე.
ამ დაავადებამ ტკივილი არ იცის, თუ გამოკვლევები არ ჩაიტარე და სადღაც, რომელიმე სტადიამდე თუ არ მივა, მანამდე არ მჟღავნდება. საერთოდ, 4 წლის განმავლობაში, გამოკვლევებს 6 თვეში ერთხელ ვიტარებდი. ახლა უკვე, წელიწადში ერთხელ ვიკეთებ გამოკვლევას. ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ არის“,- ამბობს ლია გოცირიძე.
ლია გოცირიძე ახსენებს ყველას, რომ სკრინინგის პროგრამა უფასოა და ქალბატონებს გამოკვლევის ჩატარებას ურჩევს.
„მე რომ შემთხვევით არ წავყოლოდი ჩემს ახლობელს და მისი ხათრით არ ჩამეტარებინა გამოკვლევა, ახლა შეიძლება ცოცხალი არ ვყოფილიყავი. ყველას ვთხოვ, ეს სკრინინგის პროგრამა არის უფასო, ყველამ უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა, თუნდაც წელიწადში ერთხელ, ორ წელიწადში ერთხელ. თავიდან, დაწყებითი როცა არის, ამას ეშველება, ამის მაგალითი ვარ მე. იმიტომ, რომ იყო პირველი სტადია. ასეთი შეხედულება აქვთ: ვაიმე, ცუდი რამე რომ მჭირდეს? სანამ ეს ცუდი რამე შეგემთხვევა, მანამდე ხომ შეიძლება გამოკვლევა ჩაიტარო და დარწმუნდე, რომ არაფერი გჭირს და თუ რაღაცა დაწყებითია, ყველაფერს ეშველება, ისეა ახლა მედიცინა წინ წასული“, -ამბობს ლია გოცირიძე.17759194_1263743833674614_1499619241_o​იგი მადლობას უხდის „გამარჯვებულ ქალთა კლუბს“ და მის დამფუძნებელს, ქალბატონ თინათინ ბერუჩაშვილს, მთელ კოლექტივს, ყველას, ვინც მას და კლუბის წევრებს ყველანაირად მხარში უდგას.
„აქ რომ მოვდივართ, ჩვენ გვავიწყდება, რა დაავადება გადავიტანეთ, რა ოპერაცია და რა პრობლემები გვქონდა. ისეთი სიტუაცია სუფევს, ისეთი კარგი ატმოსფერო და გარემოა, რომ გვსიამოვნებს მოსვლა. 300 ქალბატონია გაწევრიანებული კლუბში. ვიკრიბებით ხოლმე, გვაქვს ვარჯიშები, აუზზე დავდივართ, გვაქვს გასვლითი ღონისძიებები: თეატრში დავდივართ, ექსკურსიებს ვაწყობთ, ჟურნალისტებთან შეხვედრებს ვმართავთ“, -ამბობს ქალბატონი ლია.
ლია გოცირიძე პროფესიით ექიმია, განათლება რუსეთში აქვს მიღებული, თბილისში, სამედიცინო ინსტიტუტში, კათედრაზეც მუშაობდა. ამჟამად ქალბატონი ლია შვილიშვილის აღზრდით არის დაკავებული. ის  მოუწოდებს იმ ქალბატონებს, რომლებიც აღმოაჩენენ, რომ აქვთ ეს დაავადება, ნუ შეშინდებიან, რადგან ეს არ არის სიცოცხლის დასასრული.
​მისი აზრით, პირიქით, საჭიროა, რომ ასეთებს ბრძოლის მეტი უნარი ჰქონდეთ და აუცილებლად გაიმარჯვებენ.

კომენტარი